7
სისხლიანი გარჩევა თელავში - დაპირისპირების შედეგად სამი ახალგაზრდა დაიჭრა
  • სისხლიანი გარჩევა თელავში - დაპირისპირების შედეგად სამი ახალგაზრდა დაიჭრა

    სისხლიანი გარჩევა თელავში - დაპირისპირების შედეგად სამი ახალგაზრდა დაიჭრა გვიან ღამით აღმაშენებლის ქუჩაზე. შემთხვევა ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა, რის შემდეგაც, სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. დაშავებულებს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვთ მიყენებული - მათ შორის ერთი თელავის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მამა გენადის შვილი, გიორგი გოგილაშვილია. ინციდენტის შემდეგ, სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა."კურიერის" ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
    169 ნახვა
    18-12-2018, 23:15
    google analytics