7
სამართალდამცველებმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერზე, ძალადობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს
  • სამართალდამცველებმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერზე, ძალადობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

    სამართალდამცველებმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ, შოთა დალაქიშვილზე ძალადობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა თავად შოთა დალაქიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა მას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს. საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, ორივე დაკავებული დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ვიდეომასალის შესწავლა გრძელდება.
    227 ნახვა
    18-12-2018, 23:23