X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
გურჯაანის სასამართლოს დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აქციის ფონზე მოუწევს
  • გურჯაანის სასამართლოს დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აქციის ფონზე მოუწევს

    გურჯაანის სასამართლოს დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აქციის ფონზე მოუწევს - გაერთიანებულ ოპოზიციას მართვის ცენტრი დღეიდან სწორედ გურჯაანში გადააქვს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ველისციხეში მომხდარი ინციდენტის გამო, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა და კირკიტაძეს პოლიტპატიმრიდ მოიხსენიებენ. ისინი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. გურჯაანის გარდა, აქციები იგეგმება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

    "გადაწყვიტა ხელისუფლებამ რომ გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მათი ლიდერების დაკავება მოხდეს, თუმცა მე შემიძლია დავარწმუნო ეს ხელისუფლება, რომ თითოეული ჩვენი ლიდერის მიმართ ესეთი ქმედებები, ყოველდღიურად უფრო აახლოებს მათ დასასრულს,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

    გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება და ისინი გააპროტესტებენ იმ კანონდარღვევებს, რასაც "ქართული ოცნება" მისი სახელისუფლებო ბერკეტებით ჩადის.

    "შევეწინააღმდეგებით იმ უკანონობებს, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავაბრუნოთ "ქართული ოცნება" კანონის ფარგლებში,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
    475 ნახვა
    18-12-2018, 23:35