7
ზუგდიდში თხილის ქარხანა "თურალ გრუპი " დააყაჩაღეს
  • ზუგდიდში თხილის ქარხანა "თურალ გრუპი " დააყაჩაღეს

    ზუგდიდში, სამმა ნიღბიანმა თხილის ქარხანა, "თურალ გრუპი " დააყაჩაღა. თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ მენეჯერს, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობები თავის არეში, იარაღის ჩარტყმის შედეგად აქვს მიყენებული.

    შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელებმა საწარმოდან 50 ათასი ლარი წაიღეს.

    ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არვინ არ არის.
    219 ნახვა
    20-12-2018, 23:13