7
თავდასხმა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე
  • თავდასხმა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე

    "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებიდან თითქმის 11 საათის შემდეგაც, პოლიციამ ვერავინ დააკავა. სავარაუდო დამნაშავეების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

    4 ნიღბიანი, გუშინ თბილისში, ვაზისუბანში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გარკვეული რაოდენობის ფულის წაღება მოასწრეს.

    რაც შეეხება დაცვის თანამშრომელს, რომელიც თავდასხმის დროს დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

    შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
    284 ნახვა
    20-12-2018, 23:14