X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
მეუფე დავითმა წმინდა სინოდის განჩინება გაასაჯაროვა
  • მეუფე დავითმა წმინდა სინოდის განჩინება გაასაჯაროვა

    უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე გაგრძელდება - ამის შესახებ წერია განჩინებაში, რომელიც ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გაასაჯაროვა.

    დოკუმენტში ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე მწუხარებას გამოთქვამს.

    წმინდა სინოდი მსოფლიო პატრიარქის განცხადებას ელოდება და გადაწყვეტილებას უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

    „უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში.

    ასევე უწმინდესმა ბრძანა, ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია, იმედს გამოვთქვამთ, რომ ძმური ურთიერთობა ეკლესიებს შორის.

    კრებამ მოისმინა და იმსჯელა შექმნილი სიტუაციის გამო და განაჩინა - მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე,“-განაცხადა მეუფე დავითმა.
    324 ნახვა
    27-12-2018, 23:49