X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ვაფლის გრილიაჟი
  • ვაფლის გრილიაჟი

    ტკბილეულის ყველა მოყვარულს ეძღვნება ყველა დროისა და ხალხის დესერტები რეცეპტი.
    ინგრედიენტები
    კარაქი - 250 გ
    შაქარი - 1 ჭიქა
    თაფლი - 1 ჭიქა
    ნიგოზი - 2 ჭიქა
    ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 150 გ
    მწიკვი ვანილი
    მზა ვაფლის ფირფიტები - 6-7 ცალი

    მომზადების წესები
    დაფხვენით ქარხნული ნამცხვარი („პეჩინია“). ნიგოზი დააქუცმაცეთ ბლენდერით. ნაწილი დაჭერით ბასრი დანით.
    სქელძირიან ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, თაფლი. დადგით დაბალ ცეცხლზე და შეუჩერებლად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
    დაუმატეთ დაფხვნილი ნამცხვარი, ნიგოზი, ვანილინი, აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან.
    თითოეული ვაფლის ფირფიტას წაუსვით ნიგვზისა და თაფლის გულსართი და ააყვეთ ტორტი. დაადეთ ზედ მძიმე საგანი და გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ კი დაჭერით სასურველ ნაჭრებად.

    გემრიელად მიირთვით!
    238 ნახვა
    27-12-2018, 23:50