X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნება
  • პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნება

    პარლამენტის საგაზაფხულო სესია უკვე თბილისში გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი აღარ არის და საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სრული დატვირთვით თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობაში გააგრძელებს.

    ზამთრის სესიის ბოლოს სხდომა დეპუტატებმა გუშინ ქუთაისში ჩაატარეს. სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა. კანონმდებლებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
    207 ნახვა
    27-12-2018, 23:57