7
ოქროსფრად დაბრაწული ხორციანი "ბლინჩიკები"
  • ოქროსფრად დაბრაწული ხორციანი "ბლინჩიკები"

    ინგრედიენტები
    რძე - 500 მლ
    წყალი - 500 მლ
    კვერცხი - 3 ცალი
    ზეთი - 4 სკ
    ფქვილი - 2-2,5 ჭიქა
    მარილი - 1 ჩკ

    გულსართი
    ფარში - 500 გრ
    ხახვი - 1 თავი
    მოხარშული ბრინჯი - 0,5 ჭიქა
    დაფნა - 1 ფოთოლი
    ხმელი ქონდარი - 1 ჩკ
    მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
    ნიორი - 2-3 კბილი

    მომზადების წესები
    ღრმა თასში მოვათავსოთ ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და კარგად ავთქვფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.
    წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე ცოტა ცხიმში. დავამატოთ ფარში, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ფარში რომ გამოშვებულ წვენს დაიშრობს, მზადაა. დავამატოთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი და ცოტა ცოცხალი ქინძი.
    გულსართი ჩავუდოთ ბლინებს და გადავახვიოთ. შევწვათ ზეთიან ტაფაში ყველა მხრიდან.
    295 ნახვა
    30-12-2018, 23:06