7
6 იანვარი, მთვარის მეორე დღე
  • 6 იანვარი, მთვარის მეორე დღე

    კვირა, მთვარე გადის თხის რქის ზოდიაქოს
    კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის.
    არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები.
    კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
    უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ.
    კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად.
    თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში.
    სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება.
    ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი გონებით გამოირჩევა. ერთგული და შრომისმოყვარე იქნება.
    შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა.
    თმის შეჭრა სხვა დღისთვის გადადეთ.
    ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქატი.

    მთვარის მეორე დღე დაიწყება 9:06

    სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე თხის რქაში
    გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
    კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. შინაურ ცხოველებთან (განსაკუთრებით ძაღლთან) კონტაქტი.
    კარგია სუნთქვითი ვარჯიშები.
    მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
    არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    176 ნახვა
    6-01-2019, 00:05