7
სიცრუისა და ბინძური ჭორების გავრცელების ერთ-ერთი პირველწყარო თავად საქართველოს საპატრიარქოა
  • სიცრუისა და ბინძური ჭორების გავრცელების ერთ-ერთი პირველწყარო თავად საქართველოს საპატრიარქოა

    სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ - ასე ეხმაურება მეუფე პეტრე პატრიარქის ეპისტოლეს იმ ნაწილს, სადაც სიტყვის თავისუფლებაზეა საუბარი.

    თუმცა, ჭყონდიდის მიტროპილიტი მიიჩნევს, რომ სიცრუისა და ბინძური ჭორების გავრცელების ერთ-ერთი პირველწყარო თავად საქართველოს საპატრიარქოა.

    ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის საპატრიარქოდან ხშირად გამხდარა ცილისწამებისა და სიცრუის მსხვერპლი. მეუფე ურჩევს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს პირველ რიგში თავად განიკურნონ ამ პრობლემისაგან და ამით მისცეს მაგალითი საზოგადობას.

    „მკურნალო, განკურნე თავი შენის პრინციპით იმოქმედოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და კონკრეტულად საპატრიარქომ. შიგნით, ჯერ თავის ახლო გარემოცვაში მოაგვაროს და გადაჭრას ეს პრობლემა, საიდანაც მე პირადად არაერთგზის ბინძური ცილისწამების, სიცრუისა და ჭორებს გავრცელების მსხვერპლი ვყოფილვარ.

    "ჩემი პირადი მოთხოვნაც იყო გასული წლის სინოდის სხდომაზე ამ საკითხს შევხებოდით, ასე რომ მივესალმები. აუცილებლად უნდა გავავლოთ ზღვარი, ცილისწამებასა, სიცრუის გავრცელებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის,“-ამბობს მეუფე პეტრე.

    როგორც საშობაო წერილში ილია მეორე აღნიშნავს, სიტყვის თავისუფლებით, ხშირად ადამიანები ბოროტად სარგებლობენ და არ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით, მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ხშირად სწორედ სიტყვით თავისუფლებით იფუთება მიზანმიმართული ტყუილიც.
    348 ნახვა