7
უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს
  • უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს

    არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადებები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, საგანგაშო სიგნალია.

    უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს და ამისთვის ნიადაგს ამზადებს.

    სამოქალქო სექტორი „ქართულ ოცნებას“ კანონის გამკაცრებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ცილისწამება ისედაც დასჯადია და ამას კანონი უკვე არეგულირებს.

    „საუბარი იმაზე, რომ ცილისწამებამ მოიმატა, არ არსებობს სათანადო მექანიზმები, არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენი კანონმდებლობა აბსოლუტურად გამართულია ამ კუთხით და აქვს სწორი ბალანსი ნაპოვნი, სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის პატივსა და ღირსებას შორის. თუკი ასეთ ცვლილებების ინიცირებაზე იქნება საუბარი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საშიში სიგნალი, რომ ხელისუფლება და სხვადასხვა ავტორიტეტები, რომლებსაც არ სიამოვნებთ კრიტიკა, აპირებენ ადამიანებს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუზღუდონ თავისუფალი სიტყვა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.
    199 ნახვა