7
არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება - ეკა ბესელიას პასუხი ქართული ოცნების დღევანდელ შეხვედრაზე
  • არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება - ეკა ბესელიას პასუხი ქართული ოცნების დღევანდელ შეხვედრაზე

    "არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება," - ასე უპასუხა ეკა ბესელიამ კითხვას, ქართული ოცნების დღევანდელ შეხვედრაზე მისი არდასწრება ნიშნავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა, უმრავლესობა მას ემიჯნებოდეს.

    ბესელია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს უმრავლესობის სხდომა არც ყოფილა და იმედოვნებს, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება.

    "მგონია, რომ უმრავლესობის სხდომა არ არის. შესაძლოა, ისეთი ფორმატია, რომ ბიუროს შემადგენლობის მიხედვით იმართება. ალბათ, გაკეთდება განმარტებები. ფორმატზე უნდა კითხოთ, ვინც დაგეგმა შეხვედრა. შესაძლოა, ბიუროს ფორმატის შეხვედრაა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ასეთი შეხვედრები იმართებოდა ხოლმე," - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.

    ცნობისთვის, კაჭრეთში ქართული ოცნების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
    243 ნახვა
    google analytics