7
ციკნის ჩაქაფული ქოთანში
  • ციკნის ჩაქაფული ქოთანში

    ინგრედიენტები
    ციკნის ხორცი - 1 კგ (ნეკნების ნაწილი)
    მწვანე ხახვი - 2 კონა
    ტარხუნა' - 3 კონა
    წიწმატი - 1 მოზრდილი კონა
    ქინძი - 2 კონა
    ტყემალი - 1 ჭიქა
    ნივრის ფოჩი - 1 ღერი
    კარაქი - 1-2 ს/კ
    ღვინო - 1 ჭიქა
    მარილი
    მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 ცალი

    მომზადების წესები
    ხორცი, წიწაკა და ნიორი დავჭრათ წვრილად. მსხვილად დავჭრათ მწვანილი და მწვანე ხახვი.
    მომზადებული ინგრედიენტები ქოთანში ფენა-ფენა ჩავაწყოთ, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ღვინო და იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს, ჩავუმატოთ კარაქი და დავდგათ ცეცხლზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ქოთანი გამანაწილებელზე დავდგათ.
    ვხარშოთ თავდახურული, თუ სითხე მომზადებამდე დაშრა, დავუმატოთ წყალი.
    206 ნახვა
    8-01-2019, 23:05