7
ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - 22 წლის გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა
  • ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - 22 წლის გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა

    ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - "კურიერის" ინფორმაციით, 22 წლის გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც გუშინ რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, გრიპის შემდგომი ენცეფალიტის დიაგნოზით შეიყვანეს. სალომე ქემაშვილი კლინიკაში გასულ კვირას, ბორჯომიდან გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ახალგაზრდა გოგონა უკვე მართვით სუნთქვაზე იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სალომე ქემაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. გოგონა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობდა. სალომე ქემაშვილს ერთი შვილი დარჩა.
    401 ნახვა
    google analytics