7
რამდენიმე საათის წინ, პეკინის 7 ნომერში საიუველირო მაღაზია "ფრანკო ფონტანა" გაქურდეს
  • რამდენიმე საათის წინ, პეკინის 7 ნომერში საიუველირო მაღაზია "ფრანკო ფონტანა" გაქურდეს

    ქურდობა თბილისში. რამდენიმე საათის წინ, პეკინის 7 ნომერში საიუველირო მაღაზია "ფრანკო ფონტანა" გაქურდეს. წაღებულია დიდი რაოდენობით ნივთები, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათასი ლარია. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 3-მა დამნაშავემ კარი გატეხა და ისე შეაღწია მაღაზიაში.

    ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კამერის ჩანაწერები და გამოკითხეს თანამშრომლები.
    302 ნახვა