7
რა განსაკუთრებული თვისება გერგოთ დაბადების დღის მიხედვით
  • რა განსაკუთრებული თვისება გერგოთ დაბადების დღის მიხედვით

    თქვენი დაბადების თარიღის ნუმეროლოგია შესაძლებლობას იძლევა, დაადგინოთ, თუ რომელ პიროვნულ ტიპს მიეკუთვნებით. თანაც, წარმოუდგენელი სიზუსტით.

    3, 9, 12, 15, 21, 29, 30: შემოქმედებითი პიროვნება!
    თუ რომელიმე ამ დღეს დაიბადეთ, ძალიან შემოქმედებითი პიროვნება ხართ. გიზიდავთ ხელოვნებისა და კულტურის სამყარო, განსაკუთრებული ხედვა გაქვთ. ამიტომ ხელოვნების რაიმე სფეროსადმი მიდრეკილება გაქვთ, თამამად იმოქმედეთ, რადგან ყველაფერი გამოგივათ!

    8, 17, 22, 26, 13, 24, 31: მეოჯახე
    ოჯახი თქვენთვის პირველ ადგილზეა. მუდამ ზრუნავთ ოჯახის წევრებზე, მათთან გართობას ამჯობინებთ; თუ თქვენი დახმარება სჭირდებათ, უყოყმანოდ შესაძლებელს და შეუძლებელსაც კი გააკეთებთ მათთვის. იგივე ეხება





    მეგობრებსაც, ისინი თქვენთვის ოჯახის წევრებივით არიან.
    Astrologia


    2, 6, 7, 11, 20: ყველაზე გამჭრიახი
    კარგად გესმით ცუდსა და კარგს შორის განსხვავება, გამჭრიახი გონება გაქვთ და სტრესსა და წნეხს შესანიშნავად უმკლავდებით. პრობლემებს მუდამ რაციონალური აზროვნებისა და ლოგიკის დახმარებით აგვარებთ. არასოდეს იღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. 


    1, 10, 18, 19, 27, 28: ნამდვილი ლიდერი!
    მუდამ ცდილობთ, ახლობლებსა და მეგობრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროთ. ძალიან თავმდაბალი ხართ, მაგრამ თავდაჯერებულად გიჭირავთ თავი. ლიდერობის თანდაყოლილი ნიჭი 
    გაქვთ და ვერცერთი წინაღობა ვერ გაჩერებთ.

    Astrologia
    4, 25, 16, 5, 14, 23: თავგადასავლების მაძიებელი

    თქვენს მეგობრებს შორის ყველაზე დიდი ავანტიურისტი ხართ. სიხარულით ეკიდებით ნებისმიერ შესაძლებლობას რაიმე ახლის გამოსაკვლევად. ეს შეიძლება იყოს ახალი ჰობი, ადგილები, ადამიანები - მნიშვნელობა არ აქვს.


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    301 ნახვა
    9-01-2019, 23:53