7
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - თბილისში
  • სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - თბილისში

    სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

    ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა, თუმცა, ლაბორატორიულად ვირუსის სახეობა ჯერ დადასტურებელი არ არის.

    ახალგაზრდა ქალი, რომელიც ღუდუშაურის საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა, დღეს კახეთში გადაასვენეს.

    გარდა ამისა, გუშინ H1N1-ის ვირუსით გარდაცვალების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ე.წ. ღორის გრიპს სამი ადამიანი ემსხვერპლა.
    159 ნახვა
    12-01-2019, 12:14