7
რას უნდა ველოდოთ იანვრის მეორე დეკადაში, მთვარის კალენდრის მიხედვით?
  • რას უნდა ველოდოთ იანვრის მეორე დეკადაში, მთვარის კალენდრის მიხედვით?

    იანვარი ბევრისთვის ცვლილებების პერიოდი იქნება გარშემო არასტაბილურობისა და ბევრი გაურკვეველი რამის ფონზე. დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მუდმივ ცვლას ნებისმიერი ადამიანის გამოყვანა შეუძლია წონასწორობიდან. ამიტომ საჭიროა მავნე ჩვევებზე უარის თქმა და მთელი ყურადღების დადებით ახალ წამოწყებებზე ფოკურისრება. გარშემო შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენში პოზიტივი შემოაქვთ და ფრთხილად იყავით მათთან, ვინც არ მოგწონთ.


    10-11 იანვარი: მზარდი მთვარე თევზების ნიშანში დიდ დისონანსს შემოიტანს, ნეგატიურად აისახება ადამიანების განწყობაზე, მათ შრომისუნარიანობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე. 11 იანვარს შესაძლებელია ენერგეტიკისა და განწყობის მკვეთრი ცვლა, რადგან მთვარე სექსტილში აღმოჩნდება მზესთან. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში დღეა ამ თვეში.
    Astrologia
    12-14 იანვარი: მთვარე ვერძის ნიშანში, ზრდის დაწყებით ფაზაშია. მიუხედავად ზომიერი ენერგეტიკისა და არცთუ სახარბიელო შერწყმისა ვერძის ნიშანთან, ეს სამი დღე მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური იქნება, გაუმჯობესდება ადამიანების მდგომარეობა, გაჩნდება ახალი მოტივაცია. ეს სამი დღე ხელსაყრელი იქნება მუშაობისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის.

    15-16 იანვარი:
    მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. 15 იანვარი ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. ასევე, რამდენადმე მომძლავრდება სიზარმაცე. 16 იანვარს განსაკუთრებული დღე იქნება იმ მხრივ,





    რომ ადამიანებში შიშების განცდა მოიმატებს, იქნება დისჰარმონია, ხასიათის ხშირი ცვლა. ასევე მოსალოდნელია ფინანსური წარუმატებლობა. პირად ცხოვრებაშიც ეს დღე კარგი მოვლენებით არ აღინიშნება.
    Astrologia
    17-18 იანვარი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ეს ორი დღე საკმაოდ სწრაფად და შეუმჩნევლად ჩაივლის. შესანიშნავი დროა იმ საქმეების გასაკეთებლად, რომელთა შესრულება არ გეხალისებათ. ასევე ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობის, ფლირტის, ზოგადად, ურთიერთობებისთვის, ასევე, ახალი ცოდნის მისაღებად.

    19-20 იანვარი:
    მზარდი მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედშია. არცთუ ხელსაყრელი დროა განმარტოებისა და მუშაობისთვის. სჯობს, დრო გაატაროთ ოჯახთან, დაეხმარო ახლობლებს, მეგობრებს. შესაძლებელია გუნდური მუშაობა. შესაძლოა, გარშემო ადამიანები უფრო იმპულსური გახდნენ. კირჩხიბი მზარდი მთვარის გავლენით ზოგიერთზე იმოქმედებს, როგორც ეჭვისა და მერყეობის სტიმულატორი, ხოლო ზოგს მეტად აპათიურსა და დეპრესიულს გახდის.

    425 ნახვა
    13-01-2019, 00:18