7
3 ზოდიაქოს წყვილი, რომელმაც ურთიერთობის დაწყებიდან მალევე უნდა იქორწინოს
  • 3 ზოდიაქოს წყვილი, რომელმაც ურთიერთობის დაწყებიდან მალევე უნდა იქორწინოს

    არსებობენ წყვილები, რომლებსაც ერთმანეთის გაცნობისთვის დიდი დრო სჭირდებათ, ისევე როგორც, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი წინააღმდეგობა უნდა გადალახონ ერთად, რომ თავიანთი გრძნობების სიმყარესა და გადაწყვეტილების სიზუსტეში დარწმუნდნენ, თუმცა ისეთ წყვილებსაც შეხვდებით (რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათად), რომლებმაც მალევე უნდა იქორწინონ. სხვა შემთხვევაში ტყუილად დაკარგავენ დროს:


    კირჩხიბი & კირჩხიბი



    კირჩხიბები ერთნაირად აღიქვამენ სამყაროს, იდენტური ფასეულობები და მიზნები აქვთ. ისინი ერთად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ცალ-ცალკე. თუ კირჩხიბს ნამდვილად შეუყვარდება, სიცოცხლის ბოლომდე პარტნიორის ერთგული იქნება. იზრუნებს მასზე და ეცდება, ცხოვრება გაუმარტივოს. ცნობილი ფაქტია, რომ კირჩხიბები საუკეთესო მეოჯახეები არიან.  ამ ნიშნით დაბადებულებს აქვთ, ერთი მხრივ, ბრწყინვალე ოჯახის შექმნის პოტენციალი, მეორე მხრივ, ქორწინებასთან კარიერისა და თვითგანვითარების შეწყობის უნარი. 

    Astrologia


    კურო  & თევზები



    ძალიან კომფორტული კავშირია. თევზს სჭირდება ის, ვინც მუდმივად იზრუნებს მასზე, კურო კი მზადაა ყოველი დღე მას მიუძღვნას.





    თევზის გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფინანსური პრობლემების გადაჭრას დამოუკიდებლად მოახერხებს და მას არ დააწვება სიმძიმედ ბეჭებზე, კურო კი ის ადამიანია, რომელიც სხვის ხარჯზე არასდროს ცხოვრობს, მეტიც, ხშირად თავადვეა ოჯახში შემომტანი. თევზი მეოცნებე და რომანტიკოსია, კუროს კი სილამაზე უყვარს და ესთეტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ასე რომ ყოველთვის მოახერხებს თევზისთვის სასურველი სინაზის მინიჭებას. 
    Astrologia


    ქალწული & თხის რქა



    ქალწულიცა და თხის რქაც ზედმიწევნითი, შრომისმოყვარეე, მიზანდასახული და ძლიერია. მათში შეხვდებით პედანტებსაც. ამ ნიშნით დაბადებულები, პირველ რიგში, კარგი პარტნიორები და ახლო მეგობრები არიან. სწორედ ეს განაპრობებს ურთიერთობის სიმყარეს. როცა ქალწულს გაუჭირდება, ეცოდინება რომ თხის რქა აიღებს პასუხისმგებლობას, ხოლო როცა თხის რქა დაიღლება ყოველდღიური რუტინით ან ბრძოლით, ქალწული მზად იქნება დაასვენოს.

    Astrologia


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    365 ნახვა
    17-01-2019, 00:18