7
ნაზი კარტოფილი სოკოთი და ნაღებით – ისეთი, პირში რომ დნება!
  • ნაზი კარტოფილი სოკოთი და ნაღებით – ისეთი, პირში რომ დნება!

    ინგრედიენტები
    ქამა სოკო - 500 გ
    კარტოფილი - 8 ცალი
    ოხრახუში 1 კონა
    ნიორი 2-3 კბილი
    მაღალპროცენტიანი ნაღები - 350 მლ
    ზეთი - 5 ს/კ
    მარილი და პილპილი
    ზეითუნის ზეთი - სოკოს შესაწვავად

    მომზადების წესი:
    დაჭრით კარტოფილი თხელ ნაჭტებად. სოკოც დაჭერით და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში, მოაყარეთ მარილი.
    კარტოფილი დაბრაწეთ ზეთში კარგად, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
    როგორც კი კარტოფილი დაბრაწვას დაიწყებს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და დაასხით ნაღები ისე, რომ ოდნავ დაფაროს კარტოფილი. ბევრი არ მოგივიდეთ.
    თუშეთ კარტოფილი დაბალ ცეცხლზე 5 წუთი, სანამ ნაღები ცოტა არ გასქელდება.
    დაჭერით წვრილად ოხრახუში.
    დაუმატეთ კარტოფილის მოხრაკული სოკო და ოხრახუში, აურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში.
    აცახვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.
    145 ნახვა
    27-01-2019, 23:31