7
კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 28 იანვარი - 3 თებერვალი
  • კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 28 იანვარი - 3 თებერვალი

    გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, იმისთვის რომ მთელი კვირა გონივრულად დაგეგმოთ, არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს და სწორად გადაანაწეილოთ დრო, ენერგია:
    ვერძი

    განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ჯანმრთელობას ამ კვირაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს ვერ აარიდებთ თავს და დიდი ფინანსური ხარჯის გაწევაც მოგიწევთ. ასევე, ელოდეთ სირთულეებს პირად ცხოვრებაში. განსაკუთრებით ის ვერძები, რომლებსაც ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა და პარტნიორს კარგად არ იცნობენ. კონფლიქტის საფუძველი გახდება უნდობლობა თქვენი ან მისი მხრიდან. ამ კვირაში თქვენს ბანკის ანგარიშზე თანხა საგრძნობლად გაიზრდება.


    თევზი
    სრულიად მოულოდნელად თევზს სამოგზაუროდ წასვლა მოუწევს. მშვენიერი კვირაა სტუდენტებისთვის. როგორც იქნა, დასვენების საშუალება მოგეცემათ. ზოგიერთი გადაწყვეტს ახალი ენა ისწავლოს ან დაუბრუნდეს სფეროს, რომლითაც უწინ გატაცებული იყო. დასაქმებული თევზებისთვის აუცილებელია ემოციების მოთოკვა. ენას კბილი დააჭირეთ და უფროსთან დიალოგში ნუ შეხვალთ
    რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ საკითხი, სიტუაცია ან მისი შენიშვნა. მთელი კვირის განმავლობაში მიიქცევთ საპირისპირო სქესის ყურადღებას. შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარს გაუჩნდეს გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ჯანრთელობის პრობლემა, რასაც დაგიმალავთ.


    კურო

    ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ ბენეფიტებს, რომლითაც ადრე ვერ სარგებლობდით. ზოგიერთი კურო რელიგიურ რიტუალებში დახარჯავს თანხას. ერიდეთ მოგზაურობას და შორი მანძილების დაფარვას, თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ. შესაძლოა გაგიმწვავდეთ ურთიერთობა დედმამიშვილთან ან დედამთილთან/სიდედრთან. მოსალოდნელია სტრესი და სანერვიულო სამსახურში. უფროსი თავს უსიამოვნოდ გაგრძნობინებთ. სამაგიეროდ, გამყარდება რომანტიკული ურთიერთობა.


    თხის რქა
    დაოჯახებული თხის რქებისთვის არასახარბიელო კვირაა. კვირის დასაწყისში მოახერხებთ ფინანსების მობილიზებას, მაგრამ 30 იანვარს და 2 თებერვალს წინააღმდეგობებს წააწყდებით, რომლის მოგვარებაც ნამდვილად არ გაგიმარტივდებათ. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იდეალური პერიოდი იქნება დიდ კომპანიაში დასაქმებული თხის რქებისთვის. დაიმსახურებთ უფროსის შექებას. დააფასებენ თქვენს შრომას. 28 იანვარს საშუალება მოგეცემათ, რომ პირადი ბიზნესი წამოიწყოთ.


    ტყუპი
    ამ კვირაში, ერთი მხრივ, ენთუზიაზმი მოგაწვებათ და მთების გადასადგმელად იქნებით მზად, მეორე მხრივ, შფოთი შეგიჩნდებათ და შეგაწუხებთ. ეს კვირა თქვენგან თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წინა დღეებში ზარმაცობდით. კარგი პერიოდია სამსახურის საძებნელად. ამ კვირაში იპოვით კითხვებს იმ პასუხებზე, რომლებმაც მოსვენება დაგიკარგეს. შესაძლოა აგტკივდეთ მუცელი, შეგექმნათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.


    მერწყული
    ამ კვირაში ახალ ადამიანებს გაიცნობთ. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ჯანმრთელობა ხელს შეგწიყობთ, რომ ორმაგად დაიტვირთოთ და კარიერულ გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგათ. ზოგიერთ მერწყულს საშუალება მიეცემა უცხოეთში ისწავლოს. პარტნიორი ეცდება რომანტიკული გარემო შეგიქმნათ. განსაკუთრებით კარგი პერიდია მზარეული მერწყულებისთვის.

    კირჩხიბი
    30 იანვარი არც თუ ისე სასიამოვნოდ ჩაივლის კირჩხიბებისთვის, გააქტიურდებიან მათი მტრები, სამაგიეროდ 27, 28 და 31 იანვარს სასურველ შედეგს მიიღებს ყველა იმ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებს. 29 იანვარი და 2 თებერვალს პირად ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდი დგება: არანაირი კონფლიქტი, გაუგებრობა ან დაძაბულობა, მხოლოდ სიამტკბილობა და იდილია. 29 იანვარი და პირველი თებერვალი მათ, ვინც დასაქმებულია (და არა მათ, ვისაც პირადი ბიზნესი აქვს) ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს და წ
    არმატებისკენ სავალ საფეხურზე დაწინაურების საშუალებას მისცემს. ამ კვირაში არ დააბანდოთ ფული.


    ლომი
    კარგი კვირაა სასიყვარულო საკითხების გადასაჭრელად. ხომ არ გსურთ ვინმეს გრძნობებში გამოუტყდეთ?
    ან იქნებ, გინდათ პარტნიორს რაიმე სთხოვოთ და გერიდებათ. რაც არ უნდა იყოს, თუნდაც ძალიან სერიოზული საკითხის განხილვა, ელოდეთ პოზიტიურ დასასრულს. ამ კვირაში არც გაციების უნდა შეგეშინდეთ და არც ვირუსის შეყრის. ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეგაწუხებთ, კანია. ან დაგაყრით, ან გამოგიშრებათ, ან ცხიმიანობა იმატებს.


    სასწორი
    ამ კვირაში უნდა გამოიჩინოთ მოთმინების უნარი.უფლება არ მისცეთ თქვენს ეგოსა და სიამაყეს, ურთიერთობა დაგინგრიოთ და დაგაშოროთ ადამიანს, რომელიც ძვირფასია თქვენთვის. თუ კარიერისტი ხართ, მგონი დროა ამოქმედდეთ, ერთ ადგილას ხომ არ გაიყინეთ სამსახურში? შეაკითხეთ უფროსს და დაწინაურება სთოვეთ, ან ხელფასი მოამატებინეთ. თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებთ, ნუ აჩქარდებით. ამ კვირაში რეკომენდირებული არ არის სოლიდური თანხის გაცემა, საბუთებზე ხელის მოწერა.

    მორიელი
    ამ კვირაში თქვენი იმუნიტეტი ისეთი ძლიერი იქნება, როგორც არასდროს.
    მხოლოდ იმ ადამიანებს მართებთ სიფრთხილე, რომლებსაც დიაბეტი აწუხებთ. რაც შეეხება მენტალურ სიჯანსაღეს, აქ უფრო რთულადაა საქმე. მოსალოდნელია დეპრესია. დაქორწინებულ მორიელებს ოჯახური ბედნიერება ელოდებათ. თუ მეუღლესთან უთანხმოება გქონდათ, ყველაფერი დალაგდება. ამ კვირაში ადვილად აგხიდებათ სურვილები, ასე რომ თამამად იოცნებეთ და ოცნებებთან დასაახლოებლად ენერგია არ დაიშუროთ.


    მშვილდოსანი
    კვირის დასაწყისში ცუდი ეკონომიკური სიტუაცია გექნებათ, ან სახელფასო ბარათის სრულიად დაგიცარიელდებათ, ან ახალი ფინანსური ვალდებულების წამოკიდება მოგიწევთ. კვირის შუაში მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდება, მაგრამ 1-2 თებერვლისთვის კვლავ ელოდეთ სოლიდურ გასავალს. პრობლემებს დააბალანსებს ენთუზიაზმით სავსე პირადი ცხოვრება. ახლო მეგობარი ან შეყვარებული დიდ დროს დაგითმობთ და თქვენს დახმარებას ეცდება.


    ქალწული
    ამ კვირაში მრავალფეროვან გამოცდილებას შეიძენთ. 31 იანვარი და 1 თებერვალი აღმოჩნდება პოზიტიური ემოციების მიღების დღე, მაშინ როცა საკმაოდ უსიამოვნოდ ჩაივლის 27 და 29 იანვარი. 28 იანვარს ვარსკვლავები აქტიურად გმფარველობენ, ამიტომ თამამად წადით რისკზე, ის გაამართლებს. გეგმა ,,ბ"-ს არსებობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზოგჯერ სპონტანური გადაწყვეტილებები ცხოვრებას ხალისს სძენს და უფრო საინტერესოს ხდის. 2 თებერვალს მოგიწევთ ჩაერთოთ კამათში ან სერიოზულ ჩხუბში, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებზე.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    181 ნახვა
    29-01-2019, 01:11