7
ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: შემთხვევა და დამთხვევა არ არსებობს
  • ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: შემთხვევა და დამთხვევა არ არსებობს

    დიდი ხნის უნახავ მეგობარს მოულოდნელად შეხვდით? დაინახეთ, რომ ვიღაც იმავეს აკეთებს, რასაც თქვენ? თუ თქვენთ ნათქვამს სხვისი ნათქვამი დაემთხვა? იცით, რომ ნებისმიერ დამთხვევას თავისი ახსნა აქვს?

    სინქრონულობა და დამთხვევის მეცნიერული ახსნა

    ამ ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია - ყოველი დამთხვევა და ყოველი შემთხვევაც. ყველაფრის მიზეზი სინქრონიზაციაა. იცით გამოთქმა: "მასწავლებელი მაშინ მოდის, როცა მოსწავლე მზადაა"? ეს სიტყვები ზუსტად შეესაბამება სინქრონიზაციას. თუ სინქრონირებული ხართ იმასთან, რაც გსურთ, მისი მიღების შანსი მატულობს. უბრალოდ, რომ გითხრათ, თქვენ და თქვენი სურვილი ერთ განზომილებაში ხვდებით.

    Astrologia

    სინქრონიზაციის დამყარების საშუალება
    როგორ? -
    მთავარი კითხვა. სხვათა შორის, სინქრონიზაცია იმ ადამიანებთნ უფრო მუშაობს, ვისაც მისი სჯერა. ამიტომ, ნუღა ამტკიცებთ, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა. თორემ განგება შეამცირებს თქვენთვის საჭირო დამთხვევების გამოგზავნას.
    დაამყარეთ მჭიდრო კავშირი საკუთარ მესთან. შემდეგ გწამდეთ, რომ ის, რაზეც ფიქრობთ, აგისრულდებათ და მიეცით სურვილს უფლება ასრულდეს.
    Astrologia


    მოდი, განვიხილოთ: სინქრონიზაცია ჩვენი სურვილების, მისწრაფებების, მოთხოვნების ანარეკლია. რაც უფრო მეტად გსურთ, ფიქრობთ, ანაანალიზებთ, მით მეტად ახდება.
    გარდა ამისა, სინქრონიზაცია დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებული გახდეთ. თქვენ გარშემო ჰარმონია დაისადგურებს.


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    172 ნახვა
    29-01-2019, 01:12