X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ყაბაყის დიეტური პიცა
  • ყაბაყის დიეტური პიცა

    მიუხედავად იმისა, რომ ეს პიცა დიეტურია, ძალიან გემრიელია და რაც მთავარია, მისი მომზადება უმარტივესია.
    ინგრედიენტები
    ყაბაყი - 1 კგ
    რძე - 1/2 ჭიქა
    ხახვი, ნიორი, მწვანილი - გემოვნებით
    პომიდორი - 3 ცალი
    კვერცხი - 2 ცალი
    ქათმის ფილე - 1 ცალი
    სტაფილო - 1 ცალი
    ფქვილი - 50 გ (ყაბაყის ამოსავლებად)
    მაგარი სახეობის ყველი - 50 გ, გახეხილი (მოსაყრელად)
    ზეთი - შესაწვავად

    მომზადების წესები
    1 კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით. დაჭერით ყაბაყი თხელ წრეებად, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, შეწვით ორივე მხრიდან, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.
    გახეხეთ სტაფილო მსხვილად, დაჭერით წმინდად ნიორი, დაჭერით პომიდორი წრეებად, ხოლო ხახვი - ნახევარწრეებად.
    წაუსვით ღუმელის ფირფიტას ან ტაფას ზეთი, ააწყვეთ პიცა შემწვარი ყაბაყის ორ ფენად. თითოეული ფენა დაფარეთ მოხარშული და თხლად დაჭრილი ქათმის ფილეთი, ზემოდან კი გაანაწილეთ ხახვისა და სტაფილოს არეული მასით, შემდეგ დაალაგეთ წრეებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ნიორი. ქათმის ხორცის ბოლო ფენას მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით 1 კვერცხისა და რძის ათქვეფილი მასა. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

    აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ყველის გადნობამდე.

    გემრიელად მიირთვით!
    200 ნახვა
    29-01-2019, 23:30