7
როგორ ვეფლირტაოთ სწორად ზოდიაქოს ნიშნებს, ანკესზე მათ წამოსაგებად?
  • როგორ ვეფლირტაოთ სწორად ზოდიაქოს ნიშნებს, ანკესზე მათ წამოსაგებად?

    ფლირტი ხელოვნებაა, რომელსაც უნდა დაეუფლოთ. ჩვენ დაგეხმარებით, სწორად გაუშვათ სიგნალები და სასურველი შედეგი მიიღოთ.


    თევზები


     


    თევზებთან ფლირტისას ხაზი გაუსვით თქვენს უარყოფით მხარეს. ამ ნიშნით დაბადებულებს იდეალური ადამიანები აფრთხობენ და იმათ ეკედლებიან, ვინც კომპლექსებს არ გაუჩენს. მაგალითად, აღნიშნეთ, რომ ყოველთვის ყველგან აგვიანებთ ან საკმაოდ გულმავიწყი ხართ და მოუყევით, როგორ დაგრჩათ ერთხელ მნიშვნელოვანი საბუთები სახლში, ან დაკარგეთ გასაღები და ღამის ქუჩაში გათენებამ მოგიწიათ.

    Astrologia


    მერწყული



    ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან განსხვავებულები არიან, შესაბამისად, ფლირტშიც უცნაური ტექნიკების გამოყენება მოგიწევთ. მაგალითად, შესთავაზეთ ზამთარში ერთად ბანაობა ტბაში ან მდინარეში;
    დაუსვით არაადეკვატური შეკითხვები: "რას იზამდი, ერთ დღეს უცხოპლანეტელებს წინამძღოლად რომ აერჩიე და მარსზე წაეყვანე საცხოვრებლად?" მერწყულთან ფლირტი მეგობრობას უნდა ჰგავდეს. 

    მშვილდოსანი


     


    ფლირტისას თავი შეიკავეთ მისი წარსულის გამოკვლევისგან, მაინც არაფერს მოგიყვებათ. ნუ ეცდებით სენტიმენტები გამოიწვიოთ მასში. უხეშად გეტყვით, "ფეხებზე ჰკიდია" ვინ მოგატოვათ და რატომ. არც სერიოზული კითხვები დაუსვათ, თუ გსურთ, რომ დიალოგი ფიასკოთი არ დასრულდეს.

    ვერძი



    ესაუბრეთ ლაკონიურად, მარტივი წინადადებებით, მოერიდეთ ფრთიან ფრაზებს, თორემ მის თვალში სასაცილო აღმოჩნდებით. არ დაიწყოთ თავის ქება და ნუ გამოავლენთ ნარცისიზმს. როდესაც ვერძი საკუთარ თავზე რაიმე საინტერესოს გიამბობთ, აშკარად გამოხატეთ გაოცება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ, როცა ადამიანები მათით აღფრთოვანებულები არიან. აზიდეთ წარბები. ფლირტისას ხშირად ცვალეთ მიმიკა, რომ ვერძს თქვენი ცქერა არ მოსწყინდეს.

    კურო



    ფლირტისას აუცილებლად შეეხეთ ხოლმე ნაზად მკლავზე, მტევანზე ან ბეჭზე. კუროს მოსწონს თვალისმიერი კონტაქტის დამყარება. ნუ აარიდებთ მზერას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. მას ღრმად უნდა სჯეროდეს, რომ ყურადღებით უსმენთ. 

    ტყუპი



    როგორც კი ტყუპთან ფლირტისას სასაუბრო თემა გამოგელევათ და ერთ წუთზე დიდხანს იფიქრებთ, ახლა რაღა ვუთხარო, ეს ნიშანი რაიმეს მოიმიზეზებს და გაგექცევათ, უკან კი აღარასდროს დაბრუნდება. ტყუპზე ნადირობა საკმაოდ ძნელია, რადგან მას მარტივად ბეზრდება ადამიანები, სიტუაციები, დიალოგები... ფლირტისას კორექტულად იხუმრეთ და ხშირად გააცინეთ, მას უნდა სჯეროდეს, რომ სიცოცხლით სავსე ადამიანს წააწყდა, რომელთანაც არასდროს მოიწყენს. 

    კირჩხიბი


     


    თუ მამაკაცი ხართ, კირჩხიბთან გალანტურობა და თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. არ დაგავიწყდეთ მისთვის კარის გაღება, ხშირად ჰკითხეთ ხომ არ სცივა, შია ან სწყურია. კირჩხიბი ქალი საიმედო პარტნიორს ეძებს, რომელიც მასზე იზრუნებს. სწორედ ამით მოხიბლავთ და არა იაფფასიანი კომპლიმენტებით ან გაცვეთილი სიტყვებით. არ დაგავიწყდეთ მისი დაპატიჟება გემრიელ კერძზე. თუ კირჩხიბ მამაკაცს ეფლირტავებით, თავს უნდა ჰკითხოთ "რა მსურს მისგან?" თუ მასთან ზედაპირული ურთიერთობა გინდათ, რომელიც ქორწინებამდე არასდროს მივა, შეგიძლით "ცუდი გოგო" იყოთ. გამოიწვიეთ და მასში სურვილი გააღვივეთ. თვალებით "შეჭამეთ", ქვეტექსტებით ელაპარაკეთ და მასთან სექსუალურად ცეკვა სცადეთ, მაგრამ, თუ მომავალ პარტნიორად აღიქვამთ, ინტელექტუალური საუბარი გაუბით.

    Astrologia


    ქალწული



    თუ ქალწულთან ფლირტაობა გსურთ, მოემზადეთ ჩამჭრელი შეკითხვებისთვის. ის ფლირტში მხოლოდ მაშინ აგყვებათ, როცა დაუმტკიცებთ, რომ მისი ტოლი ხართ. როგორ უნდა ელფირტაოთ? გამოამჟღავნეთ თქვენი ცოდნა და განათლება, მაგრამ იმდენად გალანტურად, რომ ამპარტავნებაში არ ჩამოგართვათ და არც





    ის იფიქროს, თავს მაწონებსო. 
    სასწორი



    თუ სასწორთან ფლირტი გსურთ, მოაქციეთ ის ყურადღების ცენტრში. მაგალითად, აიყვანეთ სცენაზე და თქვენთან ერთად ამღერეთ ან გაიწვიეთ საცეკვაოდ წრედ შეკრულ ხალხს შორის, რომ ყველამ ტაში უკრას და კომპლიმენტებით აავსოს. 



    მორიელი


    თუ მორიელ ქალთან ფლირტაობთ, გადაუშალეთ მას გული და ბავშვობის ტრავმებზე უამბეთ, ხოლო თუ მამაკაცს ეფლირტავებით, გამოიყენეთ ე.წ. დერთი თოლქ. გამოიწვიეთ, ცოტათი გააღიზიანეთ და გააბრაზეთ, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენთან მტრობა გადაწყვიტოს.


     


    Astrologia

    თხის რქა


     


    თხის რქას კონკურენცია მოსწონს, ასე რომ უმეტესწილად  კონკურენტებთან  ფლირტის  სურვილი  უჩნდებათ.

    ლომი


    მიეცით ლომს თავისი ქარიზმატულობის და მომხიბვლელობის გამომჟღავნების საშუალება. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ფლირტისგან სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებენ, როცა მოპირდაპირე მხარე ქათინაურებით ავსებს და აგრძნობინებს, რომ განსაკუთრებულია.


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    152 ნახვა
    31-01-2019, 23:29