X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან; ფულის ფლანგვას ექსტრავაგანტურ ნივთებზე. დაიცავით ყველაფერში ზომიერება.
    კურო
    შეიძლება ახალი გატაცება გამოგიჩნდეთ. ზოგიერთი მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღებს პასუხს.

    ტყუპი
    სწრაფი და მოულოდნელი მოვლენების დღეა. ნუ დაუმეგობრდებით ახალგაცნობილებს. ნუ დაარქმევთ მეგობრობას სიყვარულს და სიყვარულს მეგობრობას.

    კირჩხიბი
    საყვარელ ადამიანთან ერთად დაძლევთ სირთულეებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს კავშირს. ზოგიერთი ცხოვრების შეცვლას გადაწყვეტს.

    ლომი
    წარმატების მისაღწევად მეგობროს ან უფროსი ადამიანის რჩევა დაგჭირდებათ. ნუ დარდობთ, თუ ერთი შანსი გაუშვით, იღბალი მეორეს გამოგიგზავნით.

    ქალწული
    მოერიდეთ სარისკო ქმედებას ურთიერთობაში, ფინანსებში. ნუ დაივიწყებთ ახლობლებისთვის მიცემულ დაპირებებს.

    სასწორი
    კონკურენციას რომ გაუძლოთ, პროგრესს უნდა აუწყოთ ფეხი. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

    მორიელი
    რომანტიკული შეხვედრა ან სამსახურებრივი რომანი გელით. ზოგიერთი მორიელი პროტექციის წყალობით ახალ თანამდებობას მიიღებს.

    მშვილდოსანი
    გაფრთხილდით, აზარტმა და აჩქარებამ საქმეები არ გაგიფუჭოთ. ზოგიერთ ნიშანს იდეალში იმედგაცრუება ელის.

    თხის რქა
    გემოვნების, იმიჯის შეცვლა გელით. ნუ განაწყენდებით, თუ ყველა თქვენი მოლოდინი არ გამართლდება. გაათავისუფლეთ სახლი უსარგებლო ნივთებისგან.

    მერწყული
    ახალისა და არასტანდარტულისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი. ყურადღებით განიხილეთ ყველა შემოთავაზება.

    თევზები
    შემოქმედებითი იდეების განხორციელება დამატებით ხარჯს მოითხოვს. დღეს მოერიდეთ ფულის ხარჯვას, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. ნუ აიღებთ ვალებს.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    430 ნახვა
    2-02-2019, 11:32