7
ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა შესაძლოა ასპარეზობა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ განაგრძოს
  • ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა შესაძლოა ასპარეზობა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ განაგრძოს

    ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა შესაძლოა ქვეყანა დატოვოს და ასპარეზობა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ განაგრძოს. ამის შესახებ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა. სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მან კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ თუ გეგა გეგეშიძე თანამდებობას კვლავ შეინარჩუნებს, ის არჩევანის წინაშე დადგება.

    ევროპის ჩემპიონი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს.

    "არ ვიცი მე რისთვის ვვარჯიშობ. არაფერი არ ხდება და მაშინ უნდა წავიდე სხვა ქვეყანაშ ან რაღაც. ლაპარაკი იყო, რომ ზურას ადრეს უნდოდაო წასვლა, მაგრამ მე დავრჩი. მინდოდა იმიტომ, რომ არასწორი რაღაცეები კეთდება. თუ ესე გაგრძელდება, მე მომიწევს, რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე. ფაქტი ხომ მოხდა, აც ჩაიდინა პრეზიდენტმა, მე ამაზე ვთხოვ სპორტის სამინისტოს და ყველას, რომ რეაგირება გააკეთონ ამ ფაქტთან დაკავშირებით,"-აცხადებს დათუნაშვილი.

    ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით უწყებაში ოფიციალურ კომენტარს დღეს გააკეთებენ. თუმცა სამინისტროში ამბობენ, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე უწყებას დამოუკიდებული ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის არანაირი ბერკეტი არ აქვს.
    148 ნახვა