7
იდეალური სოკოს სუპი
  • იდეალური სოკოს სუპი

    ინგრედიენტები
    ქამა სოკო - 500 გ (უმჯობესია ყავისფერის და თეთრის ნარევი)
    ხახვი - 2 თავი
    ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
    თეთრი ღვინო - 100 გ
    რძე - 250 გ
    ნაღები - 100 გ
    მარილი და პილპილი
    ოხრახუში
    ბულიონი ან წყალი - 250 მლ

    მომზადების წესები
    წვრილად დაჭერით ხახვი. დაჭერით სოკო ფირფიტებად. ერთად მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, ტაფაზე. სხვა ტაფაზე მშრალად მოხალეთ ფქვილი გაყავისფრებამდე (არ დაგეწვათ).
    ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ ბულიონი, ღვინო რა რძე. ბულიონს დაამატეთ მოშუშული სოკო (ცოტაოდენი გადაინახეთ მოსართავად). დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაგრილებული ფქვილი გახსენით ცოტა ცივ წყალში და დაამატეთ მდუღარე წვნიანს, თან გამუდმებით ურიეთ. ხარშეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ბლენდერით ათქვიფეთ. მიღებულ კრემ სუპს დაამატეთ მარილი და პილპილი, ნაღები და კარგად აურიეთ.
    წვნიანი გადაიღეთ ფიალებში, ზემოდან გააფორმეთ შემონახული შემწვარი სოკოთი და ოხრახუშით.
    108 ნახვა
    3-02-2019, 23:35