7
"აღმოსავლური ახალი წლის" ფავორიტი 4 ზოდიაქოს ნიშანი პირველ კვირაში: გარანტირებული წარმატება & მოულოდნელი შემოსავალი
  • "აღმოსავლური ახალი წლის" ფავორიტი 4 ზოდიაქოს ნიშანი პირველ კვირაში: გარანტირებული წარმატება & მოულოდნელი შემოსავალი

    აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 5 თებერვალს ყვითელმა ტახმა ოფიციალურად მოგვაკითხა და ახალი წლის ათვლაც დაიწყო. ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნები მაქსიმალურად ეცდებიან პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას, თუმცა მათ ნაწილს ცდაც არ დასჭირდება, წარმატება ისე მიაკითხავს და ყველა პრობლემას მოუგვარებს.


    სასწორი


     


    სასწორებისთვის სასიკეთო კვირაა, დროა განიტვირთოთ! იგრძნობთ თავისუფლებას, ჰარმონიასა და სიმშვიდეს. ამ პერიოდში შეძლებთ თავი დააღწიოთ დეპრესიას, გაგიკვირდებათ, ისე მარტივად გაქრება დარდი. საუკეთესო დროა ინტელექტისა და შემოქმედებითი ნიჭისა გამოსავლენად. სასწორების ნაწილი მიიღებს ახალ სამსახურებრივ შემოთავაზებას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებაში. კონცენტრირდით საქმეზე და ვარსკვლავები გარანტირებულ წარმატებას გპირდებიან.

    Astrologia


    თხის რქა


     


    დროა სამყაროს თქვენი ძალა აჩვენოთ. დაუღალავი შრომა ნანატრ შედეგს თებერვლის პირველ კვირაში გამოიღებს. ცხოვრება ყველა კუთხით ამაღელვებელ სიახლეებს გპირდებათ. ელოდეთ მოულოდნელ შემოსავალს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ნაწილი საცხოვრებელს გამოიცვლის. 10 თებერვლის ჩათვლით



    ვარსკვლავები გეხმარებიან საგრძნობლად გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა და პირადი ურთიერთობები. გამოიყენეთ შანსი.


    Astrologia


    კირჩხიბი


     


    შესანიშნავი დროა მოგზაურობისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. პარტნიორთან სულიერ ერთობას იგრძნობთ. საყვარელი ადამიანი ყველაფერში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები ერთ საიდუმლოს გაგიმხელენ... თქვენმა შეყვარებულმა ოჯახის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. მან მეუღლისა და დედის/მამის ამპლუაში წარმოგიდგინათ. კირჩხიბებს, რომლებსაც პარტნიორი არ ჰყავთ, ახალი, საინტერესო ნაცნობობა ელით. გადადგით თამამი ნაბიჯები მომავლისკენ, პლანეტები გეხმარებიან მარტივად მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს.


    Astrologia


    მშვილდოსანი


     


    მშვილდოსნებისთვის განსაკუთრებულად პოზიტიური კვირაა. იქნებით ორგანიზებულები და გაცილებით ენერგიულად მოეკიდებით საქმეს, რაც დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. თებერვლის დასაწყისში თქვენი ენერგოტონუსი მკვეთრად გაუმჯობესდება, ეს საშუალებას მოგცემთ იყოთ აქტიური, გამოიჩინოთ ინიციატივები და გამოავლინოთ ორგანიზატორული ნიჭი. ენდეთ საკუთარ თავს და მოიშორეთ ნეგატივი. თებერვლის პირველ კვირაში ყველა სფეროში თამამად შეგიძლიათ გარისკოთ.

    Astrologia

    სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    256 ნახვა
    6-02-2019, 00:19