7
რომელ ასაკში შეძლებთ ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლას, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რომელ ასაკში შეძლებთ ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლას, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვარსკვლავებს შეუძლია გვაუწყონ მნიშვნელოვანი თარიღები, იმასაც კი გვიზიარეებენ, რა ასაკში გავხდებით წარმატებულები, როდის დავქორწინდებით ან თავდაყირა ამოვაბრუნებთ საკუთარ ცხოვრებას.
    ვერძი
    ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანთა უმეტესობა უფრო წარმატებულია ვიდრე წარუმატებელი. თქვენი ძალა და მიზანდასახულობა განსაკუთრებით გამოავლინეთ 19, 21,30, 35 და 40 წლებში. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ 35 წლის შემდეგ პერიოდს, რადგან ზუსტად მაშინ არის შესაძლებლობა გარემოებები საკუთარი კეთილდღეობისკენ მომართოთ.


    კურო
    25 წლამდე თქვენი ცხოვრება უმეტესად რუტინულია. ამ თარიღის შემდეგ კი თქვენი დამოუკიდებელი ხასიათი უნდა დაიხამაროთ წარმატების გასაღების პოვნაში,თამამად შეეგებეთ სიახლეებს და რადიკალურ ცვლილებებზე დაიწყეთ ფიქრი. 25 წლიდან თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართება. 26, 28, 30, 33 , 39,59 ეს ის წლებია როცა ყველაზე მეტად იგრძნობთ პოზიტივს.


    ტყუპები
    ტყუპი ყოველთვის ცდილობს ნეგატიურ მხარეს თავი აარიდოს და დატკბეს დღევანდელობით. მათ საოცარი უნარი,გახდნენ აუცილებელი ნებისმიერ გარემოცვაში შემდეგ წლებში უნდა გამოავლინონ 19, 22,23 24, 28, 30 .ყურადღება მიაქციეთ ამ წლებს და განახორციელეთ პროგრესული იდეები წარმატებული ცხოვრებისთვის.
    Astrologia

    კირჩხიბი

    მშვიდი და გაწონაწორებული კირჩხიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წლებია: 20,22, 25, 28,30.ამ წლებში კირჩიხიბი იძენს ცოდნასა და გამოცდილებას,ამიტომ საჭიროა გამოავლინოთ თქვენი შრომისმოყვარეობა,რომელიც შემდგომ პერიოდში წარმატებით განხორციელდება თუ არ დაიზარებთ.


    ლომი
    ლომები საუკეთესოდ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს. მათი დიდი ნაწილი ფინანსურ დამოუკიდებლობას 21 დან 28 ასაკამდე ახერხებს. ეს ყველაზე საუკეთესოა პერიოდია ცხოვრების შესაცვლელად. თუ დროის ამ მონაკვეთში, წარმატების მიღწევას შეძლებთ, თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი იქნება.


    ქალწული
    ქალწულები ძირითადად კარიერაზე არიან ორიენტრირებული, შესაბამისად პროფესიასთან დაკავშირებული საბედისწერო შემთხვევების სიმრავლეც მეტია 19, 21,24,27,32 ეს ის წლებია,როცა თუ თქვენს მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ,რომ შემდეგში ნებისმიერი საქმის მარტივად მოგვარება შეძლოთ.

    Astrologia
    სასწორი
    თქვენთვის შემთხვევითი თარიღებს მოაქვს წარმატება.ოცნებების ასრულების საუკეთესო პერიოდი 22 დან 30 წლამდეა. მოულოდნელ





    წარმატებას კი 35 წლამდე უნდა ელოდოთ,ამის შემდეგ კი მოიშორეთ ვარდისფერი სათვალე და დაიწყეთ ზრუნვა კეთილდღეობაზე,წინააღმდეგ შეთმხევაში პრობლემები იჩენს თავს როგორც გარშემომყოფებთან ასევე საკუთარ თავთან.


    მორიელი
    ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, თუ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ ცხოვრება თავზე დაგემხობათ. დაიმახსოვრეთ შემდეგი წლები: 25,26,27,28 და 30. წარმატებას როგორც კარიერულ ასევე პირად ფრონტზე ამ წლებში საუკეთესოდაა შესაძლებელი . 30 წლამდე მორიელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ ფოკუსირება ფინანსურ კეთილდღეობაზე.
    Astrologia

    მშვილდოსანი
    ყველაზე მნიშვნელოვანი წლებია: 19,26,33,38,40 . თუ ცხოვრების ამ პერიოდში ვერ შეძლებთ წარმატების მიღწევას შემდგომში შესაძლოა გაუჭირდეს. 40 წლამდე შესაძლებელია საოცნებო სახლისა და მანქანის შეძენა, თქვენს ცხოვრებაში ბევრი ისეთი პერიოდი იქნება,რომელიც ბედიერებას მოგიტანთ თუ ღირებულებების სოწრად გადაფასებას შეძლებთ.


    თხის რქა
    თხის რქა იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება,რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება შეუძლიათ.ისინი მუდამ მზად არიან სასიამოვნო სიახლეებს გაუღონ კარგი. 21 დან 33 წლამდე მწვერვალების დაიპყრობის შესაძლებლობა ქვთ.ნუ გაუნაწყენდებით სამყაროს,მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი უნარები ამ პერიოდში,რომ გარემოებამაც ხელი შეგიწყოთ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლაში.


    მერწყული
    ყურადღებას არ აქცევენ თარიღებს,მერწყული ჰაერის ნიშანია, შესაბამისად სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით ყველა სფეროს შეუძლია მოერგოს, თუმცა ხშირად ვერ იყენებენ ამ შანსს,მაგნიტივით იზიდავს არადმგრად ადამიანებს. 21, 22, 23 ,26 და 27 წლებში ერიდეთ გაურკვეველ და უკონტროლო ურთიერთობებს, ისინი ხელს შეგიშლიან წარმატებაში.


    თევზები
    თევზები ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ზოდიაქოა. წარმატების მისაღწევად აუცილებელია შინაგანი ჰარმონიის მოპოვება, ამისთვის საუკეთესო პერიოდია 24,29,30,36 და 45 . თევზებს საუკეთესოდ შეუძლია საკუთარ თავთან გულწრფელად ჰყოფნა . წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია იყოთ სტაბილურები და ამ წლებში ხშირად შეაფასოთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები.
    Astrologia


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    296 ნახვა
    6-02-2019, 23:41