7
10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი დღის მთავარი საზრუნავი სახლი და ოჯახის წევრებია. განაახლეთ საუბარი ნათესავებთან. ზოგიერთი დაკარგულ ნივთს მიაგნებს. შეიძლება ადამიანებიც მოძებნოთ.
    კურო
    შეხვედრებისა და საუბრების დღეა (ნათესავებთან, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან). ზოგიერთს ფსიქოლოგიური ლიტერატურა გაიტაცებს, ზოგსაც - მემუარები.

    ტყუპი
    გადახედეთ კლიენტთა ბაზას, გარდერობს, წყაროს, საიდანაც ინფორმაციას იღებთ. დღე ისე გადაანაწილეთ, რომ პირადი საქმეებისთვისაც მოიცალოთ და ოჯახურისთვისაც.

    კირჩხიბი
    შეიძლება გამოგადგეთ ადრე მიღებული ცოდნა. ზოგიერთი სწავლის გაგრძელებას, განახლებას გადაწყვეტს. კარგი დღეა დოკუმენტების აღსადგენად.

    ლომი
    ემოციებს აყოლილმა შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ. ნუ აჯანყდებით ოჯახური ტრადიციებისა და ღირებულებებისადმი.

    ქალწული
    ყოფილ შეყვარებულთან, თანამოაზრესთან
    გელით შეხვედრა. შეიძლება განაახლოთ ძველი ურთიერთობა, საქმე. ზოგიერთი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს.

    სასწორი
    მფარველთან, გურუსთან შეხვედრისა და საუბრის დღეა. სამსახურში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

    მორიელი
    გადახედეთ წარსულ მიღწევებს. ახალი იდეები და შემოსავლის დამატებით წყარო გაგიჩნდებათ. შეიძლება განახლდეს ძველი მიმოწერა, სასამართლო პროცესი.

    მშვილდოსანი
    არასტანდარტული დღეა. შეიძლება გაურკვეველ სიტუაციებშიც აღმოჩნდეთ. შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ თვისებებს, საქმეებს ან ახალი მოსაზრება გაგიჩნდეთ პოლიტიკურ სიტუაციებსა და ოჯახურ ტრადიციებზე. ზოგიერთი ძველი ნივთების რესტავრაციას გადაწყვეტს.

    თხის რქა
    სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად. ზოგიერთი ურთიერთობის, ძველი საქმეების აღდგენას, ყოფილ პარტნიორთან შერიგებას გადაწყვეტს. აკონტროლეთ ემოციები.

    მერწყული
    შეიძლება დაუბრუნდით ძველ ჩვევებს, საქმეებს. ზოგიერთი ძველ სამსახურს დაუბრუნდება. ახალი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ყოფილი კოლეგები გაგიწევენ.

    თევზები
    ბავშვების გამო გააუმჯობესებთ ურთიერთობას ყოფილ პარტნიორებთან. განაახლებთ ძველ საუბრებს, საქმეებს. არტისტ ნიშნებს ძველი თაყვანისმცემლები შეახსენებენ თავს.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    249 ნახვა
    9-02-2019, 12:49