7
მატონიზირებელი ყინულოვანი ჩაი
  • მატონიზირებელი ყინულოვანი ჩაი

    ინგრედიენტები
    პიტნა - 2-3 ტოტი
    ჯანჯაფილი (კოჭა) - 2-3 სმ
    ლიმონი - 1
    შავი ჩაი - 5 პაკეტი
    შაქარი - გემოვნებით

    მომზადების წესები
    ჭურჭელში მოათავსეთ ჩაის პაკეტები, პიტნა, ლიმონის კანი და დაჭრილი ჯანჯაფილი. დაასხით 1.5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაის პაკეტები ამოიღეთ, დანარჩენი კი დატოვეთ კიდევ ცოტა ხანს, სანამ ჩაი შეგრილდება. გაწურეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი, ასევე შაქარი გემოვნებით.
    მიირთვით ცივი, ყინულით და ლიმონის ნაჭრებით
    108 ნახვა
    9-02-2019, 23:18