7
მამა გიორგი მამალაძე, მატროსოვის ციხიდან იშემიური შეტევის დიაგნოზით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს
  • მამა გიორგი მამალაძე, მატროსოვის ციხიდან იშემიური შეტევის დიაგნოზით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

    პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძე, მატროსოვის ციხიდან იშემიური შეტევის დიაგნოზით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით მსჯავრდებულს, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი და თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა აღენიშნებოდა რის გამოც, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

    მამა გიორგი ციხეში შეუძლოდ 18.38 საათზე გახდა, მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია.

    21.35 საათზე მატროსოვის ციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ისევ გამოიძახეს, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსდა.

    "ჩემი ძმა ღუდუშაურშია ცუდადაა, მეტი არაფერი ვიცი" უთხრა კურიერს დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
    170 ნახვა
    16-02-2019, 00:42