7
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ აზიარეს
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ აზიარეს

    დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ აზიარეს. მამა გიორგი მამალაძე ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აზიარა.

    მამა ნიკოლოზი თბილისში დღეს საგანგებოდ ჩამოვიდა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

    მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დედაქალაქში ორშაბათს გეგმავდა ჩამოსვლას, თუმცა, დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღესვე აზიარა.

    მისი თქმით, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.

    დეკანოზი გიორგი მამალაძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ზიარებას ითხოვს, თუმცა, ამ დრომდე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.

    დეკანოზის ზიარების მოთხოვნით გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას რამდენიმე დღეა, რაც მართავს.

    საპატრიარქომ ოჯახის პასუხად რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნებისმიერ სასულიერო პირს, ვინც ზიარების ტვირთს საკუთარ თავზე აიღებდა, შეეძლო, დეკანოზი ეზიარებინა.
    241 ნახვა
    16-02-2019, 16:54