7
ბექა ნაცვლიშვილი დღეს უმრავლესობის დატოვებას აპირებს
  • ბექა ნაცვლიშვილი დღეს უმრავლესობის დატოვებას აპირებს

    დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დღეს უმრავლესობის დატოვებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას ნაცვლიშვილი, იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თანაგუნდელები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის ინიციატივას სესიაზე მხარს არ დაუჭერენ. გადაწყვეტილების შესახებაც განცხადებას სესიაზე გააკეთებს. ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალისტების" წევრი დამოუკიდებლად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. არ არის გამორიცხული ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ უმრავლესობა მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც დატოვონ, მათ შორის ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა.

    "მე შეიძლება დავტოვო კენჭისყრის შემდგომ უკვე უმრავლესობა, შეიძლება კიდევ რამოდენიმე დეპუტატმა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ უმრავლესობის დაშლას, ეს დღის წესრიგში არ დგას,"-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
    134 ნახვა
    19-02-2019, 23:51