7
უგემრიელესი კერძი თქვენს სუფრაზე - ქათმის რულეტი ფენოვანი ცომითა და ქუნჯუთით
  • უგემრიელესი კერძი თქვენს სუფრაზე - ქათმის რულეტი ფენოვანი ცომითა და ქუნჯუთით

    ინგრედიენტები
    ქათმის ფილე - 2 ცალი
    მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
    ქუნჯუთის მარცვლები - გემოვნებით
    მარილი და პილპილი - გემოვნებით
    ზეთი - ფირფიტაზე წასასმელად

    მომზადების წესები:
    გაჭერით ქათმის ფილე სიბრტყეზე, კარგად დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
    ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ მასზე ქათმის დაბეგვილი ფილეები.
    გადაახვიეთ საკმაოდ მჭიდროდ რულეტი და დაჭერით 1,5 სმ სისქის ნაჭრებად.
    ამოავლეთ თითოეული რულეტი ქუნჯუთში და დაალაგეთ ცხიმწასმულ და პერგამენდაფენილ ლითონის ფირფიტაზე.
    შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.
    იმისათვის, რომ რულეტები არ გამოშრეს, ფირფიტის ქვემოთ დაუდგით წყლიანი, ცეცხლგამძლე ჭურჭელი.
    გემრიელად მიირთვით.
    118 ნახვა
    23-02-2019, 23:30