7
შეიარაღებულმა პირებმა ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს
  • შეიარაღებულმა პირებმა ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

    შეიარაღებულმა პირებმა ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა ყაზბეგის 6 ნომერში მოხდა. თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხა წაიღეს, თუმცა რამდენი, უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თანამშრომლები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი სამართლდამცველებმა უკვე გამოკითხეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
    115 ნახვა
    27-02-2019, 23:16