7
ქაბაბი ქართულად
  • ქაბაბი ქართულად

    ქართული ქაბაბი მზადდება არა ცხვრის ხორცით, როგორც სხვა კავკასიურ ქვეყნებშია მიღებული, არამედ საქონლის ან საქონლის+ ღორის ხორცი.
    ინგრედიენტები
    კოწახური. მშრალი - 1 მუჭა
    ქინძის მარცვლები - 1/2 ჩ.კ
    ძირას თესლი - 1 ჩ.კ
    ნივრის კბილი - 2-3
    ხახვი - 1-2 თავი
    საქონლის და ღორის რბილი ხორცი - 1.5 კგ
    მარილი და პილპილი

    მომზადების წესები
    ხორცი ცოტა ცხიმიანი უნდა შევარჩიოთ, თორემ ქაბაბი მშრალი გამოვა. თუ საქონლის ხორცი უცხიმოა, ღორის ცხიმიანი ნაჭრებიც დავამატოთ.
    ხორცი დავკეპოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ ყველაზე მსხვილი ბადით. მთავარია ფაფასავით ფარში არ გამოვიდეს. შევურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ნიორი.
    ძირას და ქინძის თესლები მშრალ ტაფაზე მოვხალოთ, რათა მთლიანად გაიხსნას მათი არომატი. ტაფა შევანჯღრიოთ რომ არ დაიწვას. მოხალული თესლი დავამატოთ ფარშში. შევაზავოთ მარილით და პილპილით, დავაყაროთ კოწახურიც და კარგად ავურიოთ.
    ფარში მოვაგუნდავოთ და დავამუშავოთ შემდეგნაირად: ვიღებთ ამ გუნდას და მთელი ძალით ვახეთქებთ მაგიდაზე, ასე ვიმეორებთ რამდენჯერმე. შემდეგ ფარშს მაცივარში ვინახავთ 1.5-2 საათით.
    ამასობაში გავამზადებთ მაყალს ან გრილს.
    შემდეგ ვაკეთებთ ქაბაბს: სველი ხელებით ვაწებებთ ხორცს შამფურზე. შეგვიძლია შამფურის გარეშეც გავაკეთოთ.
    243 ნახვა
    27-02-2019, 23:16