7
ჰოროსკოპი წყვილებისთვის: ვისი სიყვარული გადაიზრდება თამაშში 28 თებერვალს?
  • ჰოროსკოპი წყვილებისთვის: ვისი სიყვარული გადაიზრდება თამაშში 28 თებერვალს?

    ვერძი თავბრუდახვეული ხართ თითქოს, მაგრამ შორს შეტოპვას არ გეგმავთ. რთულია თქვენს ურთიერთობას სერიოზული ეწოდოს, ამიტომ ზედმეტად ნუ დაიიმედებთ თავს. დატკბით დღევანდელობით, რადგან შესაძლოა ხვალ ერთად აღარც იყოთ.

    კურო
    თქვენს მეორე ნახევარს სულაც არ სწამს იმის, რაშიც თქვენ დარწმუნებული ხართ. კონფლიქტის თავიდან აირდების მიზნით შესაძლოა არ გაახმოვანოს აზრთა სხვადასხვაობა და თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ყველაფერში გეთანხმებათ. როგორი უნდა იყოს თქვენი პოზიცია? საკუთარ აზრზე უნდა დარჩეთ და ეჭვი არ შეიტანოთ მასში.



    მერწყული
    ორივემ უნდა გაარკვიოთ, სინამდვილეში რა გსურთ. ამის შემდეგ დაგეგმეთ, ერთად როგორ მიაღიოთ მიზანს. შესაძლოა რომელიმე თქვენგანს დიდ დათმობაზე წასვლა მოუწიოს საერთო ბედნიერებისთვის.



    კირჩხიბი
    თავს დამნაშავედ იგრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანს უფრო დიდ სიყვარულს არ უზიარებთ ან მეტ დროს არ უთმობთ. გააცნობიერებთ, რომ სიყვარული კუნთივითაა, უნდა გაავარჯიშოთ და სწორად კვებოთ, რომ გაძლიერდეს და გამაგრდეს. თუ მეგობრებთან ერთად დააპირებთ სადმე წასვლას, მეორე ნახევარიც წაიყვანეთ.


    ტყუპი
    იტყვით "კის" იქ, სადაც მოიაზრებთ "არას", ან პირიქით. თუ მეორე ნახევართან ზედმეტ თავაზიანობას იჩენთ, მტკიცე ხასიათი დაანახეთ და კოჭი აღარ გაუგოროთ, მაგრამ თუ ნერვებს ხშირად უშლით, მის მდგომარეობაში შედით. სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა ეგოიზმს ამარცხებს.


    ლომი
    ყველა იდეა, რომელიც მეორე ნახევარს მიაწოდეთ, ისე შეესისხლხორცა მას, რომ თავისად მიიჩნია და თქვენს დამსახურებას მის წარმატებაში ვეღარ ხედავს. მეტიც, შესაძლოა იუკადრისოს კიდეც, თუ მიანიშნებთ, რომ სწორედ თქვენ დაეხმარეთ.


    ქალწული
    გგონიათ, რომ ყველა კარტი თქვენს ხელშია, მაგრამ პარტნიორი 28-ში ნამდვილად შეძლებს თქვენს გაკვირვებას. აღმოაჩენთ, რომ თქვენი ურთიერთობა თამაშში გადაიზარდა. კარგია, როდესაც წყვილი ერთად მხიარულობს, მაგრამ საშიშია, როცა ერთმანეთით იწყებენ თამაშს.


    თევზი
    ყოველთვის იდეალური მეუღლე/შეყვარებული ვერ იქნებით, ამიტომ ზედმეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. 28-ში პარტნიორი გულს გადაგიშლით. გაგიჭრდებათ შესაბამისი პასუხი გასცეთ და დუმილს ამჯობინებთ, მაგრამ თქვენს შორის არსებული სიჩუმეც კი მრავლისმთქმელი და კომფორტული იქნება.


    თხის რქა
    თუ მეორე ნახევარს არ ენდობით, საერთოდ რა აზრი აქვს
    მასთან ყოფნას? თქვენი დაუსრულებელი ეჭვიანობით მასაც აზარალებთ და საკუთარ თავსაც. თქვენ გეშინიათ, რომ მოტყუებული დარჩებით. გახსოვთ ფრაზა: "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?“


    მშვილდოსანი
    ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას გადაწყვეტთ, საყვარელ ადამიანთან ერთად. აღარ შეგეშინდებათ ძლიერი გრძნობებისა და პასუხისმგებლობის, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობა გაკისრებთ.


    მორიელი
    მეგობარი, რომელსაც პარტნიორი არ ჰყავს, თქვენს დაშორებას ცდილობს. მას, ერთი მხრივ, შეიძლება ამოძრავებდეს შური და ეგოიზმი, მეორე მხრივ, შესაძლებელია თქვენ მოსწონდეთ, ან თქვენი მეორე ნახევარი.


    სასწორი
    პარტნიორთან ერთად ავანტიურაში ჩაერთვებით, რადგან ორივე ფიქრობთ, რომ ცხოვრება რისკით უნდა იყოს სავსე. ფრთხილად იყავით. ხომ ნათქვამია, "კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანსო“?
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    258 ნახვა
    27-02-2019, 23:22