7
მე-4 დღეა ვენაში ქართველ სტუდენტს უშედეგოდ ეძებენ
  • მე-4 დღეა ვენაში ქართველ სტუდენტს უშედეგოდ ეძებენ

    მე-4 დღეა ვენაში ქართველ სტუდენტს უშედეგოდ ეძებენ. ანრი ლომიძე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ორ უკრაინელ სტუდენტთან კონფლიქტი მოუვიდა. არსებული ინფორმაციით, ქართველ სტუდენტს ბინა სწორედ მათთან ერთად ჰქონდა ნაქირავები. კონფლიქტის შემდეგ ანრი ლომიძემ საცხოვრებელი სახლი დატოვა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. ლომიძე წარმოშობით ქუთაისიდან არის და ორი წელია ვენაში ცხოვრობს. მისი გაუჩინარების შესახებ უკვე ინფორმირებულია ავსტრიის პოლიცია და საქართველოს საელჩო. საკონსულოში აცხადებენ,რომ ქართველი ახალგაზრდას გაუჩინარების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები კი ამ დროისთვის უცნობია.

    "როგორც ვიცით რაღაც შეკამათება მოსვლია ტანსაცმელი წამოუღია და გამოსულა გარეთ, ეს მოხდა კვირას. კვირავე დღეს სტუდენტური საცხოვრებელი ერთი ეგულებოდა თავისი მეგობრები და ყვიროდა ზემოთ სახელებს, ვიღაცას გამოუხედია და უთქვამს რომ არ არის სახლში ვისაც ეძებო. ამის შემდეგ ჩამოსულა ის ადამიანი ქვემოთ და მანქანაზე იდო მხოლოდ ყურსასმენები და მეტი არაფერიო. ეს არის ის რაც ვიცით, ამის შემდეგ გაუჩინარებულია,"-აცხადენს ანრი ლომიძის მეგობარი.
    218 ნახვა
    27-02-2019, 23:49