7
ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ. უგემრიელესია სახლის ჩიფსებთან ან პურთან ერთად!
  • ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ. უგემრიელესია სახლის ჩიფსებთან ან პურთან ერთად!

    ინგრედიენტები
    ლორი - დაჭრილი და შემწვარი 1 ჭიქა (6-8 ფირფიტა)
    ყველი ჩედერი - გახეხილი, 1 1/2 ჭიქა
    არაჟანი - 2 ჭიქა
    ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) - 230 გ (ოთახის ტემპერატურის)
    მწვანე ხახვი - დაჭრილი, 1/3 ჭიქა

    მომზადების წესები:
    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
    დიდ ჯამში აურიეთ ნაღების ყველი, არაჟანი, ყველი ჩედერი, ლორი და მწვანე ხახვი.
    გადაიტანეთ მიღებული მასა გამოსაცხობ ღრმა ფორმაში და შედგით ღუმელში.
    აცხვეთ 30-35 წუთი, იქამდე, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება.
    გამოიღეთ ღუმელიდან მიიტანეთ სუფრასთან ცხელ-ცხელი სახლის ჩიფსებთან ან ფუმფულა პურთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით!
    138 ნახვა
    28-02-2019, 23:28