7
4 მარტივი რიტუალი, რომლითაც ზამთარს უნდა დაემშვიდობოთ
  • 4 მარტივი რიტუალი, რომლითაც ზამთარს უნდა დაემშვიდობოთ

    თებერვალი მიიწურა და გაზაფხულს ვეგებებით. თუ გსურთ, რომ მომავალი თვე გაცილებით უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იყოს, ამასთანავე, მოგვარდეს ძველი პრობლემები, გთავაზობთ 4 რიტუალს:




    უჩვეული აბაზანა, როგორც მშველელი


    ჩააგუბეთ სააბაზანაშო წყალი, გახსენით მასში ჭარბი რაოდენობის მარილი ან სოდა და ჩაწექით. 10 წუთის განმავლობაში გონებაში თავი მოუყარეთ ყველა თქვენს პრობლემას, შემდეგ აიღეთ ჯაგრისი და საგულდაგულოდ გაიხეხეთ ტანი. არ შეწყვიტოთ პრობლემებზე ფიქრი. წამროიდგინეთ, რომ ყველაფერს, რაც გაწუხებთ, კანიდან და არსებიდან იშორებთ.

    Astrologia

    დაანთეთ სანთელი

    შეიძინეთ მწვანე და ოქროსფერი სანთლები. ჩააბნელეთ სახლი. დაანთეთ სანთლები და მათ ფონზე ჩამოწერეთ ის,





    რაც გაშინებთ, შფოთვას ან უარყოფით ემოციებს იწვევს თქვენში. ასევე, მოიხსენიეთ ადამიანები, ადგილები ან


    მოვლენები, რომლებიც მოგენატრათ ან შემოგაკლადათ. შემდეგ დაწვით მწვანე სანთლით, მომავლის სურვილები, იმედები და ოცნებები კი  ოქროსფერით.

    Astrologia

    გაიღეთ მოწყალება

    გადაახარისხეთ ნივთები, რაც არ გჭირდებათ, ან დიდი ხანია აღარ იყენებთ, გააჩუქეთ. დაურიგეთ ადამიანებს, რომლებსაც ისინი ცხოვრებას გაუუმჯობესებს. "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია," - სამყარო ნამდვილად ამ პრინციპით მუშაობს. აღნიშნული რიტუალი ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ახალი შენაძენი სურს. 

    Astrologia


    დაალაგეთ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული


    თქვენ, ალბათ, ხშირად გვით, ყოველდღიურად რეცხავთ ჭურჭელს და აწესრიგებთ ნივთებს, მაგრამ ამჯერად ეს საკმარიის არ იქნება. გახეხეთ სააბაზანო, ტუალეტი, გაწმინდეთ ფანჯრები, სარეცხ მანქანაში შეყარეთ ფარდები, ისეთი კუთხები გაასუფთავეთ, რომელიც სხვა დროს უყურადღებოდ გრჩებათ. მზე შემოუშვით სახლში. არ დაგავიწყდეთ ჭაღის გაწმენდა, ხალიჩების გარეცხვა და საკუჭნაოს დალაგება. მტვერთან ერთად თქვენს სახლს პრობლემებიც დატოვებს. გადაყარეთ ნივთები, რომლებიც დიდი ხანია დაძველა და პირვანდელი სახეც კი დაკარგა. 

    Astrologia


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    206 ნახვა
    28-02-2019, 23:34