7
კლოჩი - ქურთული ტრადიციული ნამცხვარი
  • კლოჩი - ქურთული ტრადიციული ნამცხვარი

    ინგრედიენტები
    ხაჭო - 125 გ
    კარაქი - 125 გ
    ერბო - 100 გ
    შაქარი - 400 გ
    მაწონი - 250 მლ
    არაჟანი - 125 გ
    კვერცხი - 3 ცალი
    ვანილი
    მარილი
    სოდა - 1/4 ს/კ
    ძმარი - 0,5 ს/კ
    ფქვილი - 7-8 ჭიქა

    მომზადების წესები
    დარბილებული კარაქი, ერბო და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი, მარილი, ვანილი და სოდა ძმრით. მასას დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი, რომელიც ოდნავ ეკრობა ხელს. ცომი ჩავდოთ ფორმაში, ზემოდან ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ ან დეკორი გავუკეთოთ და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.
    132 ნახვა
    3-03-2019, 00:00