X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ინდური ჰოროსკოპი: რა საიდუმლო უკავშირდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს?
  • ინდური ჰოროსკოპი: რა საიდუმლო უკავშირდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს?

    ინდოეთში ჰოროსკოპი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დაოჯახებამდე ან სერიოზული გადაწყვცეტილების მიღებამდე ინდოელები ყოველთვის მიმართავენ ასტროლოგს ან სულიერ წინამძღოლს, რომელიც კარგად ერკვევა ასტროლოგიაში.გთავაზობთ ინდურ ჰოროსკოპს და საიდუმლოს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ:


    მეშა (15 აპრილი - 15 მაისი)


    იმისთვის, რომ მეშამ თავი რეალიზებულად იგრძნოს, მუდმივად უნდა იმოძრაოს. ახალ-ახალი მეგობრები შეიძინოს, აითვისოს ზღვა ინფორმაცია და დაათვალიეროს ადგილები, სადაც არასდროს ყოფილა. ისინი იშვიათად იხედებიან უკან, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფიან.

    საიდუმლო: მეშას საიდუმლო მის ამბიციაშია. დიახ, ამ ნიშანს ამბიციები ამოძრავებს, მაგრამ სწორედ მისი დახმარებით ახერხებს თავის დამკვიდრებას და გეგმების განხორციელებას.

    Astrologia


    ვრიშაბა (16 მაისი - 16 ივნისი)


    კომუნიკაცია მისი ძლიერი მხარეა. ყველა ტიპის ადამიანთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. გაურბიან მარტოობას, რადგან უადამიანობა სწრაფად აგდებთ დეპრესიაში. ადვილი სულაც არ არის მისი ნდობის მოპოვება. აკვირდება ადამიანის საქციელებს და არა სიტყვებს. პირად ურთიერთობაში ძალიან რომანტიკული და ვნებიანია.

    საიდუმლო: პერფექციონისტია, რომელიც არასდროს ამჟღავნებს, რომ ყველაფრის უნაკლოდ გაკეთება სურს და გარშემო მყოფებისგანაც იმავეს ელოდება.

    Astrologia


     

     


    მითჰუნა (17 ივნისი - 17 ივლისი)


    არაფრის ეშინია - არც წარუმატებლობის და არც ადამიანების კრიტიკის ან გარიყვის. ხშირად ეცვლება ინტერესები, იმიტომ რომ ყველაფერი გამოსდის. შესაძლოა სწვლა ბიზნესადმინისტრირებაზე დაიწყოს და თავი ხელოვნების ფაკულტეტზე ისე ამოჰყოს, რომ ვერც გააცნობიეროს. მოულოდნელობებით სავსე ადამიანია, გარშემო მყოფებს ხშირად აკვირვებს და აბნევს. ქამელეონებს ჰგვანან, რადგან არ მოიძებნება სოციუმი, სადაც თავს ვერ დაიმკვიდრებენ და ზენიტში არ მოექცევიან. 

    საიდუმლო: რევოლუციონერები არიან, ხალხის აყოლიების და მართვის ფარული ნიჭი აქვთ. არ აღიარებენ მიუღწეველ მიზნებს, ანუ დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი შეუძლიათ, თუ მობილიზდებიან.

    Astrologia


     

     


    კატაკა (18 ივლისი - 17 აგვისტო)


    ჰიპერსენსიტიურია, მაგრამ არ იმჩნევს. ქარიზმატულია და ხშირად იცინის, რითაც სხვის ცხოვრებაში სიხარული და სილაღე შეაქვს, სწორედ ამიტომ უყვართ ადამიანებს. ზოგჯერ ურჩევნიათ საზოგადოებას განერიდონ და მარტოობაში დაისვენონ.   

    საიდუმლო: ადვილად უყვარდებათ, მაგრამ არა სიღრმისეულად. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, მაშინ როცა კატაკა ჭეშმარიტ მეორე ნახევარს ხვდება.

    Astrologia


    ჰულა (18 ოქტომბერი - 19 ნოემბერი)


    ამ ნიშანს ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მათ სურთ, რომ აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ, რისთვისაც საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობენ, ავლენენ ინტელექტსა და ერუდიციას.  მოწოდებით ლიდერი არ არის, უფრო მიმდევარია. მათ სასიყვარულო ცხოვრებაში ხშირია იმედგაცრუება, რადგან მიმნდობი და გულუბრყვილოა, პარტნიორი კი ამ ორ თვისებას სათავისოდ იყენებს. ნუ გაუღებთ მარტივად გულს ადამიანებს, ჯერ კარგად გაიცანით.    

    საიდუმლო: თავდაჯერებულობა აკლიათ, თუმცა კომპლექსში არ ეზრდებათ. ახალგაზრდობაში ხშირად იქცევა ხოლმე უფრო კაშკაშა ადამიანების ჩრდილში.

    Astrologia


    ამფორა (17 თებერვალი - 14 მარტი)


    წინააღმდეგობები არ აშინებს. ორიგინალური აზროვნება აქვს. მისთვის ამომავალი წერტილი თავისუფლებაა. უფლებას არავის მისცემს, რომ დაიმონოს. ჰაერივით სჭირდებათ ერთგული მეგობრები და თანამოაზრეები, რომლებიც რთულ სიტუაციაში გონივრულ რჩევებს მისცემენ და მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან. სამეგობრო წრეში აფასებენ მის პირვნულ ღირსებებსა და გონიერებას. ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან ცნობიმოყვარეები არიან. სწავლის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს მათ.

    საიდუმლო: სასიყვარულო ურთიოერთობაში მორცხვები არიან და პირველ ნაბიჯს





    იშვიათად დგამენ. ურჩევნიათ ინიციატორი სხვა იყოს.

    Astrologia


     

     


    მინა (15 მარტი - 15 აპრილი)

    დამოუკიდებელი და საიდუმლოებებით სავსეა. მისი ამოცნობა ისეთივე რთულია, როგორც ზვინში ნემსის პოვნა.
    დაჯილდოებულები არიან კრეატიული ხედვით, ადამიანების ამოცნობით, მიდრეკილები არიან ხელოვნებისკენ. სამყარო მუდმივად მინიშნებებს უგზავნის. სიბრძნისა და სპირიტიზმის სიმბოლოა. წარმატების მიღწევაში შესაძლოა სიზარმაცემ შეუშალოს ხელი.   


    საიდუმლო: ყოველთვის თავისკენ გექაჩება და უნებურად გაიძულებს უკეთესად გაიცნო, მისი (ლამის მეცნიერულად) შესწავლა დაიწყო.

     


     

    Astrologia


    ნიანგი (18 იანვარი - 17 თებერვალი)


    ყოველთვის სერიოზული და გაწონასწორებულია, მოულოდნელობები შიშის ზარს სულაც არ სცემს. მიწაზე მყარად დგანან და ფანტაზიებში არ დაფრინავენ. ადვილად მდიდრდებიან. სწორად აბანდებენ და განკარგავენ ფულს. გამბედავები არიან და უკან არასდროს იხევენ,
    თუ საქმე პრინციპულობას ეხება. პარტნიორულ ურთიერთობაში მოითხოვენ სიმართლეს, ერთგულებას და სიმშვიდეს.

    საიდუმლო: მისთვის საქმე და კარიერა პირად ურთიერთობაზე მნიშვნელოვანია. 

    Astrologia


    დანუსი (18 დეკემბერი - 17 იანვარი)


    იმდენად ოპტიმისტია, რომ ხშირად პრობლემის სიმძაფრეს ვერ აღიქვამს. ეს ადამიანები ენთუზიაზმით უდგებიან ყველა საქმეს, ამიტომ პროცესში ხალისობენ და ახალ უნარ-ჩვევებსაც სწრაფად ითვისებენ. ყოველგვარი ინფორმაციის სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ. მფლანგველები არიან. ხშირად თავადაც არ იციან რაში ხარჯავენ დიდ თანხას.


    საიდუმლო: მოწოდებით პოლიგამია. ერთ ადამიანთან დიდხანს ვერ ჩერდება, ან თუ კონკრეტულ ქალს/კაცს ცხოვრებას უკავშირებს, ხშირად ღალატობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს ღალატის მისაჩქმალად. ხშირად მისი მეორე ნახევარი მთელი ცხოვრება ვერაფერს იგებს.

     


     

    Astrologia


    ვრისშიკა ( 20 ნოემბერი - 17 დეკემბერი)


    ყინულს ჰგავს, რომელიც უნდა დაადნო და შიგნით განძი დაგხვდება. სკაფანდრის მიღმა იმალება ადამიანი, რომელსაც ძალიან შესტკივა გული გარშემომყოფებზე. მთელი გულით უყვართ, ძალიან ვნებიანები არიან. თუ ნამდვილ სიყვარულს ვერ იპოვიან, ლოველასებად ყალიბდებიან. ქალი ვრისშიკა კი მარტოობაში ბერდება, რადგან მიაჩნია, რომ ოჯახი მხოლოდ სიყვარულით უნდა შეიქმნას და არა ფინანსური ინტერესებით.


    საიდუმლო: საშინლად შეუძლია შურისძიება.

     


     

    Astrologia


    კანია (18 სექტემბერი - 17 ოქტომბერი)


    დისტანციურები არიან, სანამ კარგად არ გაიცნობენ ადამიანს. თუ სამსახურში ან გარემომცველ საზოგადოებაში თავს კომფორტულად არ გრძნობს, ურჩევნია წავიდეს. მათთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ხალხი, მაგრამ თუ ჩირქს მოსცხებენ ბოლომდე არ იბრძოლებენ სიმართლის გამოსარკვევად. როგორც კი იპოვიან ადამიანს, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახდებიან. არ მოსწონთ "ერთი ღამის" ურთიერთობები.

    საიდუმლო: თუ შეცდომას დაუშვებენ, შესაძლოა მთელი თვე ინერვიულონ მომხდარზე. 

    Astrologia



    სიმჰა (18 აგვისტო - 17 სექტემბერი)


    შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ ამ ადამიანს. არასდროს საუბრობენ ქარაგმებით და ფარული მიზნები არ ამოძრავებთ. ამაყები არიან და არ მოსწონთ, როცა უყურადღებოდ ტოვებენ. ინიციატივას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებენ.

    საიდუმლო: პირად ცხოვრებაში მიისწრაფიან ხორციელი სიამოვნებისკენ.


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    382 ნახვა
    3-03-2019, 00:05