7
"პოლ რობსონი" დაუვიწყარი ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტი
  • "პოლ რობსონი" დაუვიწყარი ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტი

    ინგრედიენტები
    ვანილი - 1 შეკვრა
    ფქვილი - 5 ჭიქა
    კაკაო - 3 სკ
    სოდა - 2 ჩკ
    მაწონი - 1 ქილა
    შაქარი - 3 ჭიქა
    კვერცხი - 5 ცალი
    მარილი - 1/4 ჩკ
    კრემი
    კარაქი - 400 გრ
    შესქელებული რძე - 2 ქილა
    ვანილი

    მომზადების წესები
    1. 5 ცალი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ ღრუბელივით, ნელ-ნელა შევათქვიფოთ 3 ჭიქა შაქარი, 5 კვერცხის გული. შემდეგ ჩავასხათ 1 ქილა მაწონში ათქვეფილი 2 ჩკ სოდა, 150 გრ ამოყვანილი კარაქი, 3 სკ კაკაო, ვანილი, მარილი და 5 ჭიქა პურის ფქვილი. მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
    2. კრემი: 400 გრ კარაქი ამოვიყვანოთ კარგად, ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებულ რძე და ვანილი.
    3. მომზადება: გაგრილებული ბისკვიტი გავყოთ 2ად ან 3ად. თითოეულს წავუსვათ კრემი. ზედა ფენას მოვაყაროთ დახეხილი შოკოლადი ან მოვრთოთ სურვლისამებრ.
    270 ნახვა
    4-03-2019, 23:17