7
მთვარის ჰოროსკოპი: 5 მარტი
  • მთვარის ჰოროსკოპი: 5 მარტი

    სამშაბათი, მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს
    საკმაოდ რთული დღეა.
    არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
    სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარი.
    არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას.
    მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში.
    ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება.
    სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი - არა.
    თმის შეჭრას არ გირჩევთ.
    ძილის წინ მიიღეთ შხაპი.
    ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ობსიდიანი.

    მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 7:15
    მთვარე თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს 12:11

    სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე თევზებში
    მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, გასაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
    არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
    გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
    ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    154 ნახვა
    4-03-2019, 23:21