7
ტორტი "ფანტაზია" შესქელებული რძით
  • ტორტი "ფანტაზია" შესქელებული რძით

    ინგრედიენტები
    დარბილებული კარაქი - 200 გ
    არაჟანი - 200 გ
    შაქარი - 2 ჭიქა
    კვერცხი - 2
    ფქვილი - 250 გ
    სოდა - 1 ჩ.კ
    კრემი:
    მოხარშული შესქელებული რძე - 500 გ
    დარბილებული კარაქი - 100 გ
    შოკოლადი - 30-40 გ
    არაქისი - 100 გ


    მომზადების წესები
    შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ კარგად. შევათქვიფოთ არაჟანი და დარბილებული კარაქი. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და სოდა. მიღებული ცომი 30 წუთი მაცივარში გავაჩეროთ. შემდეგ გავყოთ სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ თხლად, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 180 გრადუსზე გავაბრტყელოთ. გამომცხვარ ფორფიტებს გვერდები ჩამოვუსწოროთ. ჩამოჭრილი ნაწილები კიდევ გამოვაშროთ ღუმელში რამდენიმე წუთი, შემდეგ დავაქუცმაცოთ.
    კრემი:
    შოკოლადი გავადნოთ. ავთქვიფოთ მოხარშული შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი, შემდეგ შევურიოთ შოკოლადი. ფირფიტებს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ არაქისი, ბოლო ფირფიტას ზემოდან მოვაყაროთ ნაფხვენები და შოკოლადი. გავაჩეროთ მაცივარში რამდენიმე საათი.
    118 ნახვა
    5-03-2019, 23:25