7
ეგვიპტური ჰოროსკოპი: რას გიმზადებთ მარტი და როგორ უნდა მოიქცეთ?
  • ეგვიპტური ჰოროსკოპი: რას გიმზადებთ მარტი და როგორ უნდა მოიქცეთ?

    ნილოსი (1–7 იანვარი, 19–28 ივნისი, 1–7 სექტემბერი, 18–26 ნოემბერი)
    ნილოსის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან იმპულსურები, მიუხედავად ამისა ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ სფეროს, ეგვიპტური ჰოროსკოპის თანახმად მარტს დადებითი მუხტით გაატარებენ, მათ გვერდით ხშირად იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავს მშვიდად და ბედნიერად აგრძნობინებენ. გამჭრიახობა მართებთ სამსახურში, ნუ გაებმებით კოლეგების მახეში, სამუშაო პერიოდში გადადეთ ყველაფერი და კონცეტრირდით მხოლოდ საქმეზე.


    ამონ–რა (8–21 იანვარი, 1–11 თებერვალი)
    ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები საოცარი ორატორული ნიჭითა და ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან, მათი უმეტესობა პროფესიონალი დიპლომატია. კარგი იქნება თუ საღამოობით მეგობრებთან ერთად გაერთობით,ეს დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე და საქმეს მეტი შემართებით მოეკიდებით.თუ არ იზარმაცებთ და საქმეს მონდომებით მოეკიდებით, სამსახურში შექებას და პატივისცემას დაიმსახურებთ რაც საბოლოოდ შედეგსაც გამოიღებს და მარტის ბოლო კვირაში, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებით.



    ნუტი ( 22–31 იანვარი, 8–22 სექტემბერი)

    ქალღმერთი ნუტი სიმკაცრის განსახიერებაა.ის საკმაოდ მომთხოვნი და პროგრესულად მოაზროვნეა.ამ პერიოდში დაბადებულები შორს არიან რომანტიკისგან,თუმცა მარტში მიძინებული გრძნობები გაიღვიძებს და მათი ნაწილი რომანტიკოსი გახდება. ეგვიპტური ჰოროსკოპი გირჩევთ: დისტანცია დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უკვე იმედი გაგიცრუათ,თუ კვლავ გაუწოდებთ დახმარების ხელს ისევ გაწბილდებით.ფინანსური კუთხით კეთილდღეობა გელით, წინასწარ განჭვრეტის უნარი დაგეხმარებათ განსაზღვროთ სწორი ტაქტიკა და ფული მომგებიანი მიმართულებით დააბანდოთ.



    გები (12–29 თებერვალი, 20–31 აგვისტო)

    ამ ნიშნის წარმომადგენელი საუკეთესო მრჩეველია.საუკეთესო მეგობარია, რომელთანაც ყოველთვის შეგიძლიათ გულახდილად ისაუბროთ,სწორედ ამიტომ ნდობას იმსახურებენ. მარტში, ხშირად მოგადგებიან დახმარების სათხოვნელად. იმდენად ხშირი აღმოჩნდება გულგატეხილი მეგობრების ვიზიტი, ბიზნესად ქცევის სურვილიც შეგიპრობთ. ნუ დაიხევთ უკან ნებისმიერ საქმეს, რომელსაც მარტში მოეკიდებით წარმატებით განახორციელებთ.


    ისიდა (11–31 მარტი, 18–29 ოქტომბერი, 19–31 დეკემბერი)

    ოჯახში დაძაბულობაა მოსალონდელი,მოგიწევთ საკუთარ თავზე აიღოთ ყველა საქმის მოგვარება.ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სირთულეებს დადებითი განწყობით შეხვდეთ.თუ მოთმინებას გამოიჩენთ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდება. ისინი ვინც დაოჯახებულებია არ აირნა, მარტის პირველი ორი კვირის განმავლობაში კარგი იქნება თუ დროს მხოლოს საკუთარ თავზე მუშაობას დაუთმობთ და განმარტოვდებით. მარტის ბოლოს მოსალონდელია გამგზავრება და ახალი საქმიანი კომუნიკაციები.




    ოსირისი (1–10 მარტი, 27 ნოემბერი – 18 დეკემბერი)

    თუ კი სამსახურიდან განთავისუფლება გემუქრებათ, ნუ შეშინდებით ,დროის ამ შუალედშიდ დაბადებული ადამიანებს მარტში ბევრი სიურპრიზი ელოდება. სოლიდურ თანხას მიიღებთ საზღვარგარეთიდან და ეს საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად გიბიძგებთ.ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს,ახალ საქმეში ექსპერიმენტები არ გამოგადგებათ.გამოიყენეთ უნიკალური შანსი და კარგად დაფიქრდით უმნიშვნელო დეტალზეც კი



    თოტი ( 1–19 აპრილი, 8–17 ნოემბერი)

    ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ სიყვარულზე იქნებიან გადართულები. მოსალოდნელია შერიგება ყოფილ შეყვარებულთან,ის ყველანაირად ეცდება რომ განაახლოს თქვენთან ურთიერთობა,კარგად დაფიქრდით, გრძნობებს ნუ აჰყვებით,გულთან ერთად გონებასაც მოუსმინეთ. კარგი იქნება თუ მარტს ფიქრს და სხვადასხვა საკითხების განაალიზებას დაუთმობთ და გადაწყვეტილებას აპრილში მიიღებთ,შემდეგ უფრო თამამად შეძლებთ მიეცეთ ვნებიან ინტიმურ ურთიერთობას.



    ანუბისი ( 8–27 მაისი, 29 ივნისი – 13 ივლისი)

    მათ " შავი იუმორი" აქვთ და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ მხიარული იყვენენ.
    ხმაურიან ადგილებს ერიდებიან და ხშირ შემთხვევაში განმარტოვება ურჩევნიათ. მარტში უცხო გარემოში ადაპტაცია მოუწევთ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებას შემოგთავაზებენ.უარს ნუ იტყვით! დროა ისწავლოთ საკუთარი თავის წარმოჩენა. ტრენინგი და უცხო ხალხთან ურთიერთობა,დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ საკომუნიკაციო უნარები.



    სეთი ( 28 მაისი – 18 ივნისი, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი)

    მარტის პირველი ორი კვირა წარსულში დაბრუნებად გექცევათ. ყველაფერი რაც სიახლეს უკავშირდება შეფერხდება, როცა იმედგაცრუება შეგიპყრობთ მიაუშრეთ უახლოეს მეგობარს, ის იზრუნებს თქვენი განწყობის გაუმჯობესებაზე.15 მარტის შემდეგ კი ცხოვრება კალაპოტს დაუბრუნდება. ახალი მთვარე ენერგიას შეგმატებთ და და შეძლებთ ახალი იდეების წარმატებულად განხორციელებას.ეგვიპრუტი ჰოროსკოპის თანახმად,შესაძლოა საცხოვრებელი შეიცვალოთ,განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ქონების შეძენის დროს,რადგან შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ.



    ბასტეტი (14–28 ივლისი, 23–27 სექტემბერი, 3–17 ოქტომბერი)

    სოციალური აქტივობების თვე გელოდებათ,მარტში ხშირად ივლიათ გასართობ ადგილებში,მარტოხელა ბასტეტები ცხოვრების მეგზურს შეხვდებიან.შესაძლოა ეს პიროვნება მეგობისგან გაიცნოთ.დრო დაუთმეთ საკუთარი თავის სიამოვნებას,თავი შეიკავეთ ბიზნესის წამოწყებისგან.ახალი გეგმების განხორციელება შემდეგ თქვეს მიანდეთ.აპრილში მოულოდნელად გადაწყვეტთ შეწყვტოთ სამსახური და ახალი საქმე წამოიწყოთ.



    გორი (1–7 მაისი, 20–30 აპრილი, 12–19 აგვისტო)

    გორი საკუთარი თავის რეალიზებას მარტის მიწურულს შეძლებს მანამდე კი რთული დღეების გავლა მოუწევს,რომლის უშიშრად გადალახვის შემთხვევაში წარმატება გარანტირებული აქვთ. შესაძლოა პრემია მოგცენ ან ხელფასი გაგიზარდონ. პირველი ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისგან.თუ ფინანსური დახმარება დაგჭირდებათ,დახმარება ოჯახის წევრს თხოვეთ.



    სეხმეტი (29 ივლისი – 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი – 7 ნოემბერი)

    მარტი კარგი დროა შერიგებისთვის,თუ ვინმესთან უთანხმოება გქონათ შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯი მოსაგვარებლად.ის სეხმეტი ვინც წლებს მისტირის, თავს გაახალგაზრდავებულად იგრძნობს და ამაღლებული განწყობით გაატარებს თვეს. გაგიჩნებათ ახალი ენის დაუფლების სურვილი,თუ მას მიჰყვებით ის საქმიანობაშ აუცილებლად გამოგადგებათ.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    250 ნახვა
    6-03-2019, 23:37