7
ხაჭაპური მაწვნის ცომით
  • ხაჭაპური მაწვნის ცომით

    ძალიან მარტივად მოსამზადებელი ცომი, უგემრიელესი ხაჭაპურისთვის.
    ინგრედიენტები
    ფქვილი - რასაც შეიზელს
    მარილი - 1/4 ჩკ
    სოდა - 1 ჩ/კ
    მაწონი - 1 ქილა
    კვერცხი - 2 ცალი
    კარაქი ან მარგარინი - 250 გრ
    გულსართი
    ნაკლებმარილიანი ყველი - 1 კგ


    მომზადების წესები
    1. მოვათავსოთ ჯამში 2 კვერცხი, 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, შევურიოთ ერთმანეთს და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი უნდა ვზილოთ დიდხანს, სანამ ხელიდან იოლად არ მოგვეცლება. შევდგათ მაცივარში 1 საათით
    2. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ ჯოხით, ჩავდოთ ყველის გულსართი და გამოვაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე.
    180 ნახვა
    8-03-2019, 23:48