7
დაქალის ბლოგი: 7 ეტაპი შეყვარებიდან გადაყვარებამდე
  • დაქალის ბლოგი: 7 ეტაპი შეყვარებიდან გადაყვარებამდე

    - რატომ არ მიმართლებს სიყვარულში? - ამბობს ლიკა და ფეხებს აბაკუნებს. ლიკა ხომ გახსოვთ, "ადამის ფიგურა" რომ შეუკვეთა თავისი მიჯნურისთვის ჯადოს გასაკეთებლად? საიტმა ან ბედმა უმუხთლა ლიკას. არც შიშველი კაცის სანთელი ჩამოსვლია და არც ფული დაუბრუნებია ვინმეს. სხვა დროს ჩემი დაქალი ძალიან განიცდიდა ფულის ტყუილად დაკარგვას, რკინის ქალამნებს ჩაიცვამდა და თმით ითრევდა საიტის ადმინისტრატორს, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი აქვს ცხოვრებაში, ვიღას ახსოვს ჯადო და ადამის ფიგურა!


    ის ბიჭი, ჩვენი ლიკა რომ გადარია, დაკავებული აღმოჩნდა - შეყვარებული ჰყავს ვაჟბატონს! წარმოგიდგენიათ, რომ 21-ე საუკუნეში, განვითარებად ქვეყანაში, დედაქალაქში, ცხოვრობს ადამიანი, მამაკაცი, რომელსაც ფეისბუკზე არც ურთიერთობის სტატუსი აქვს მითითებული, არც გოგოებთან ერთად გადაღებული ფოტოები უდევს და რაც ყველაზე მეტად გასაკვირია, ვინმე ნათელა ბიცოლა არ უკომენტარებს ფოტოებზე: შენ გაიჰარე ჩემო სიამაკევ?! ასეთი უცნაური აღმოჩნდა გიორგი.


    Astrologia




    შეყვარებული რომ ჰყავს საიდან გავიგეთ? ლიკა იმავე ადგილას წავიდა ლექციაზე, სადაც გიორგი პირველად ნახა. ამჯერად თანამედროვე ქართულ ბალეტს განიხილავდნენ. ლიკას ბალეტი არ აინტერესებს, მით უმეტეს, თანამედროვე, მაგრამ ქალურმა ინტუიციამ უკარნახა, რომ იქ ისევ შეხვდებოდა თავის თეთრ ცხენზე ამხედრებულ, სათვალიან პრინცს.


    Astrologia



    და აი, დარბაზში გიორგი შემოვიდა... ჰმ, ხელკავით გოგონასთან ერთად! ლიკასთვის ყურადღება რომ არ მიუქცევია, თქმაც არ უნდა.
    დაკვირვებიხართ, რა სწრაფად გვეცვლება დამოკიდებულება ადამიანების მიმართ? შეიძლება ერთ დღეს გაგიჟებით იყო ვინმეზე შეყვარებული, აღგაფრთოვანებდეს მისი გარეგნობა, ხმა, თვისებები, მაგრამ მეორე დღეს ისე შეგიპყროს მისადმი ზიზღმა, როგორც ჩვენი ქალაქის ორმოები ივსება წყლით წვიმის დროს. ლიკასაც ასე დაემართა. მის მიერ ერთი კვირის წინ შექმნილი სახე დაიმსხვრა. აღმოჩნდა, რომ არც სიმპატიურია ("რამხელა ცხვირი ჰქონია, სად მქონდა თვალები!"), არც კარგი ხმა აქვს ("ისეთი ნაზი ხმა აქვს, ვერც იფიქრებ, რომ კაცია. საერთოდ არ არის მამაკაცური"), ამასთან ერთად ბრმაცაა ("ვიცოდი, რომ მოდის გამო არ ეკეთა სათვალეები. ბრუციანია საცოდავი").



    Astrologia


    ამ უკანასკნელ არგუმენტს მისი შეყვარებულის გაქილიკება მოსდევს. ქალებს ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია, მაგრამ როგორც კი საქმე ჩვენს საკუთრებას ეხება, აღარც ქალური სოლიდარობა გვახსოვს და ობიექტურად განსჯის უნარსაც ვკარგავთ. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს სექსსიმბოლო ხარ, თუ ერთი ჩვეულებრივი გარეგნობის გოგონა. ბოლოს და ბოლოს, ირინა შეიკს ინსტაგრამიდან ლედი გაგა წაუშლია. ხვდებით ხომ, რა ძალა აქვს კონკურენციას?!


    Astrologia



    - რომ იცოდეთ, რას გავდა ის გოგო. საშინლად მაღალია, თითქოს, კალათბურთელი იყოს. ისეთი ქერაა, უეჭველად ცხრაჯერ ექნება თმა შეღებილი. ისეთი ცისფერი თვალები აქვს, უეჭველად ლინზები ექნება ჩასმული, - თავისას არ იშლის ლიკა.
    ჩემი დაქალის ისტერიკა 1-2 დღეს გრძელდება ხოლმე. ლიკას ასეთი პრინციპი აქვს: შეყვარებულიანი და ცოლიანი კაცი მისთვის არ არსებობს. ასე გააქრო თავისი ცხოვრებიდან გიორგიც და ახლა რომ ჰკითხოთ მის შესახებ, ალბათ, ვერც გიპასუხებთ.


    Astrologia



    ლიკას იმდენი ბიჭი შეჰყვარებია და გადაყვარებია თავისი ცხოვრების განმავლობაში, რომ საკუთარი სქემაც კი აქვს შედგენილი. სქემას ასე ჰქვია: "ეტაპები გულში ჩავარდნიდან ამოვარდნამდე." 15 წლის იყო, ეს რომ დაწერა, ეტაპობრივად რაღაცებს





    ცვლის და თვლის, რომ ჯერჯერობით ამაზე ჭკვიანური და გამოსადეგი არაფერი შეუქმნია.



    მაშ ასე, ჩემი დაქალის ეტაპები შეყვარებიდან გადაყვარებამდე:


    1. შეხედვა
    ყველაფერი შეხედვით იწყება. განა ყველა მოგწონს, ვისაც შეხედავ! უნდა იგრძნო, დაინახო, რომ რამით განსხვავდება სხვებისგან. შინაგანი მუხტის შემჩნევის შემდეგ დაწვილმანება იწყება. ეძებ (ან, უბრალოდ, პოულობ) საუკეთესო შტრიხს. ჩვეულებრივ, ეს შტრიხი თვალებია - ჭკვიანური თვალები, ეშმაკური სხივით. დიდხანს ფიქრობ იმ თვალებზე. გრძნობ, რომ რაღაც მოხდა, რაღაც გიახლოვდება.


    Astrologia



    2. თავის მოტყუება
    წამით ბლოკავ დაბადებულ გრძნობას, იწყებ თავის მოტყუებას, რომ სინამდვილეში არაფერიც არ ხდება. არადა, ასეთ დროს ყოველთვის ხდება "რაღაც".მუცელში ერთმანეთის მიყოლებით იბადებიან პეპლები და არასოდეს არ მატლდებიან... ჰო, პეპლებადვე იხოცებიან. იწყება გრძელი ღამეები და მასზე ფიქრში ჩაძინება. იძირები უფსკერო ოკეანეში და ფანტაზიას აძლევ გასაქანს.


    Astrologia



    3. გაანალიზება


    აანალიზებ, რომ ფიქრის უნარიც კი წაგერთვა და დაქალებს მხოლოდ მასზე ესაუბრები. ცოტა შემაწუხებელიც კი გახდი.

     


    Astrologia


    4. ინფორმაციის მოპოვება
    იწყებ მის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ყველაფერს იგებ! ისეთ დეტალებსაც კი, მის უახლოეს მეგობრებს რომ არ ეცოდინებათ. სცენარის განვითარების ორი ვარიანტი არსებობს: ან უფრო გიყვარდება და გესაინტერესოება მისი პერსონა, ან პირიქით – წერტილს სვამ იმედგაცრუების  გამო. თუ მაინც პირველ გზას დაადექი,  ოცნებას იწყებ. 


    Astrologia




    5. გადარწმუნება
    მეხუთე ეტაპი თავის გადარწმუნებაა – ეს არ არის სიყვარული, მორიგი გატაცებაა, რომელიც ერთ კვირაში აღარც გემახსოვრება. თავის გადარწმუნება საკმაოდ ადვილია, თუ მოინდომებ.


    Astrologia




    6. სიახლის გაგება
    მეექვსე ეტაპი  რაღაც ახლის აღმოჩენაა. ეს შეიძლება იყოს შენთვის საინტერესო პერსონის შეყვარებული ან პოტენციური პარტნიორი, ან რაიმე მავნე ჩვევა, რასაც ვერასოდეს შეეგუები.


    Astrologia



    7. დავიწყება
    დავიწყება ისეთივე მარტივია, როგორიც მისი შემჩნევა-აღმოჩენა იყო. თავს აჯერებ, რომ ყველაფერი დამთავრდა, განიკურნე. 


    Astrologia



    შემიძლია, დავიფიცო, რომ ლიკა ხვალვე მოვა ჩემთან და მეტყვის: "გოგო, ისეთი ბიჭი გავიცანი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. შეყვარებული ვარ!"
    ნინი ხუმრობს, ლიკას იმდენად ხშირად უყვარდება, ჩვენთვის კაცი აღარ დარჩებაო. არის ნინის ხუმრობაში სიმართლის მარცვალი.


    Astrologia



    იქნებ, ჩვენც ლიკას უნდა მივბაძოთ? შეგვიყვარდეს ერთი ნახვით, ვიოცნებოთ იმ "ერთადერთზე" და, თუ არაფერი გამოგვივა, ისე მარტივად გადავიყვაროთ, როგორც შევიყვარეთ?!


    პატივისცემით, დაქალის დაქალი


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    142 ნახვა
    8-03-2019, 23:57